ბავშვის (16 წლამდე) პასპორტის განაცხადი

გთხოვთ გაითვალისწინოთ შემდეგი მნიშნელოვანი ინფორმაცია არასრულწლოვანის (16 წლამდე) საპასპორტო განაცხადისთვის:

  • საპასპორტო მომსახურება შესაძლებელია მხოლოდ წინასწარ დანიშნული შეხვედრის საფუძველზე. შეხვედრის წინასწარ დანიშვნისათვის დააჭირეთ აქ.
  • მშობლის (მშობლების) ან მეურვის (მეურვეების) ფიზიკური გამოცხადება:
    • ორივე მშობელი (ან მეურვე, სტატუსის დამადასტურებელი საბუთით) უნდა ფიზიკურად გამოცხადნენ არასრულწლოვანთან ერთად და უნდა იყვნენ მითითებულნი არასრულწლოვანის საპასპორტო მომსახურებისთვის ონლაინ რეჟიმში ჩანიშნულ შეხვედრაზე.
    • სხვა არაგანმცხადებლები არ დაიშვებიან მოსაცდელ ოთახში, მიუხედავათ იმისა არიან თუ არა ჩაწერილნი შეხვედრაზე
    • თუ ერთი მშობელი ფიზიკურად არ იქნება შეხვედრაზე, მაშინ საპასპორტო განაცხადს უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ფორმა DS-3053. თუ შეხვედრაზე არ მყოფი მშობელი არ იმყოფება აშშ-ში, მაშინ ფორმა DS-3053 შეიძლება ნოტარიულად დამოწმდეს უახლოეს ამერიკის საელჩოში ან საკონსულოში. მშობლის პასპორტის ან ფოტოსურათიანი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის დამოწმებული ასლი უნდა დაერთოს ფორმა DS-3053-ს.
    • თუ არა-განმცხადებელი მშობლის წერილობითი თანხმობა არ იქნება მიღებული დროულად, მაშინ ფორმა DS-5525 (ოჯახის გარემოებების გადაუდებელი საჭიროების განაცხადი) უნდა იქნეს წარდგენილი არასრულწლოვანის პასპორტის განაცხადთან ერთად.
    • მეტი ინფორმაციის მისაღებას იხილეთ DS-3053/DS-5525 FAQs page (ხშირად დასმული კითხვების გვერდი).
  • არასრულწლოვანის დანიშნული შეხვედრის დროს გთხოვთ წარმოადგინოთ შემდეგი საბუთები:
    • პასპორტის დასრულებული განაცხადი DS-11 ფორმა
    • დაბადების მოწმობა ან საკონსულო დასკვნა საზღვარგარეთ დაბადების შესახებ (ორიგინალი – საპასპორტო განცხადების პირველად შემომტანისათვის; ასლი – პასპორტის განახლებისათვის)
    • განახლების განაცხადისთვის, არასრულწლოვანის ბოლო აშშ პასპორტი, მოქმედი ან ვადაგასული
    • თუ არასრულწლოვანის ბოლო აშშ პასპორტი ვადაგასულია, დამადეტებითი საიდენტიფიკაციო საბუთი
    • მშობლების ან მეურვის პასპორტები:
      • თუ მშობლებმა ნება დართეს მეურვეს შეიტანოს განაცხადი პასპორტზე მათი ბავშვის სახელით, მეურვემ უნდა წარმოადგინოს პასპორტი ან სურათიანი საიდენტიფიკაციო საბუთი და ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა ინგლისურად რომელიც მას კონკრეტულად ანიჭებს უფლებას შეიტანოს განაცხადი პასპორტზე მათი არასრულწლოვანი ბავშვის სახელით
  • თუ მშობლებმა ნება დართეს მეურვეს შეიტანოს განაცხადი პასპორტზე მათი ბავშვის სახელით, მეურვემ უნდა წარმოადგინოს პასპორტი ან სურათიანი საიდენტიფიკაციო საბუთი და ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა ინგლისურად რომელიც მას კონკრეტულად ანიჭებს უფლებას შეიტანოს განაცხადი პასპორტზე მათი არასრულწლოვანი ბავშვის სახელით
  • თუ ერთი ან ორივე მშობელი ფიზიკურად არ იქნებიან შეხვედრაზე, თითოეული არა-განმცხადებელი მშობლისთვის საჭიროა ფორმა DS-3053 ან შესაბამისად ფორმა DS-5525 (იხილეთ ზემოთ)
  • 1 ფოტო 2 x 2-ზე ინჩებში (51 x 51 მმ) გადაღებული თეთრ ფონზე ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, სათვალეს გარეშე
  • $115 მოსაკრებელი; გადახდა შესაძლებელია ნაღდი ანგარიშსწორებით (აშშ დოლარში ან მიმდინარე ექვივალენტ ადგილობრივ ვალუტაში) ასევე საკრედიტო ბარათით
  • არასრულწლოვანის პროგრესული ასაკობრივი განვითარების ფოტოები, რომლებიც აჩვენებს რომ ძველ პასპორტში და გასაუბრებაზე მყოფი ბავშვი არის ერთი და იგივე პიროვნება; როგორც წესი საკმარისია ბოლო პასპორტის გაცემიდან თითო ყოველწლიური ფოტო.