განაცხადი ბავშვის საზღვარგარეთ დაბადებაზე

ბავშვი, რომელიც ამერიკის მოქალაქეს შეეძინება საზღვარგარეთ, ჩვეულებრივ იღებს ამერიკის მოქალაქეობას დაბადებისთანავე. მშობლებმა უნდა მიმართონ საკონსულო განყოფილებას ბავშვის დაბადებიდან რაც შეიძლება მალე. საჭიროა რიგი დოკუმენტბისა ბავშვის საზღვარგარეთ დაბადებაზე საკონსულო ანგარიშისათვის, რაც დაადასტურებს ბავშვის ამერიკის მოქალაქეობას და შეიძლება გამოყენებულ იქნას ამერიკული პასპორტის გასაცემად. ბავშვის საზღვარგარეთ დაბადებაზე საკონსულო განაცხადისთვის უფრო დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ შემდეგი ვებგვერდი.

იმისათვის რომ მიმართოთ საზღვარგარეთ ბავშვის დაბადებაზე საკონსულო განაცხადისთვის და წინასწარ დანიშნოთ შეხვედრა,დააჭირეთ აქ.

ამერიკის მოქალაქე მშობელი/მშობლები და ბავშვი უნდა გამოცხადდნენ ადგილზე. თუ შეიძლება თან იქონიეთ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები და ფორმები.

  1. ბავშვის დაბადების მოწმობა: ერთი ორიგინალი და ერთიც დამოწმებული ასლი, ინგლისური თარგმანით.
  2. მშობლის/მშობლების მოქალაქეობის მტკიცებულება:
    • აშშ პასპორტი, ან
    • აშშ დაბადების მოწმობა, სადაც მითითებული იქნება შევსების თარიღი და რომელზეც იქნება გამცემი ორგანიზაციის ბეჭედი,
    • აშშ ნატურალიზაციის მოწმობა:
    • საზღვარგარეთ ბავშვის დაბადებაზე საკონსულო ანგარიში.

      უცხოელი მშობლისათვის:

    • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პასპორტი, მოქალაქეობის დამადასტურებელი პირადი ბარათი და ა.შ.)
  3. მშობლის ქორწინების მოწმობა (თუ დაქორწინებულია): ერთი ორიგინალი და ერთი დამოწმებული ასლი, ინგლისურად ნათარგმნი.
  4. წინა ქორწინების შეწყვეტის დამადასტურებელი საბუთი (განქორწინების ან გარდაცვალების მოწმობა)
  5. საჭირო ფორმები, ფოტოები, მოსაკრებლები
    • ბავშვის დაბადებაზე საკონსულო შევსებული განცხადება DS -2029 (ხელი არ მოაწეროთ, რადგან კონსული თქვენგან მიიღებს ფიცს)
    • შევსებული საპასპორტო განცხადება, ფორმა DS-11(ხელი არ მოაწეროთ, რადგან კონსული თქვენგან მიიღებს ფიცს)
    • მიმართვა სოც.უზრუნველყოფის ნომრისათვის, ფორმა SS-5 (PDF 132 KB)
    • ორი იდენტური ფოტოსურათი პასპორტისათვის, 2 * 2, (5სმ * 5სმ), ფერადი ან შავ-თეთრი, ღია ფონზე, გადაღებული ბოლო 6 თვის განმავლობაში
    • $205 მოსაკრებელი: $100 გადასახადი განაცხადისთვის, $105 – პასპორტის გადასახადი.
  6. მტკიცებულება მშობლის უნარისა გადასცეს ამერიკის მოქალაქეობა, როცა ბავშვს ჰყავს ერთი ამერიკის მოქალაქე მშობელი და მეორე უცხოელი მშობელი, საკონსულო განყოფილებას სჭირდება ამერიკის მოქალაქის ამერიკაში ხანგრძლივი ცხოვრების მტკიცებულება. ასეთი მტკიცებულების ფორმა შეიძლება იყოს სკოლა, გადასახადები, სტაჟი, მოგზაურობა და სხვა ჩანაწერები.