შეცვალეთ დაკარგული ან მოპარული პასპორტი

გთხოვთ გაითვალისწინოთ შემდეგი მნიშნელოვანი იმფორმაცია:

  • საპასპორტო მომსახურება, მათ შორის დაკარგული ან მოპარული პასპორტის აღდგენა, შესაძლებელია მხოლოდ წინასწარ დანიშნული შეხვედრის საფუძველზე. შეხვედრის წინასწარ დანიშვნისათვის დააჭირეთ აქ. თითოეული განმცხადებელი საჭიროებს ცალკე დანიშნულ შეხვედრას.
  • თუ თქვენ გაქვთ საგანგებო სიტუაცია, საგანგებო პასპორტი (EPDP) შესაძლებელია გაიცეს 1-2 საათში, მაგრამ მხოლოდ ერთ წლიანი მოქმედების ვადით. გამოყენების შემდეგ საგანგებო პასპორტი უნდა შეიცვალოს სრული მოქმედების მქონე პასპორტით. ინსტრუქციების სანახავად დააჭირეთ აქ.
  • თუ თქვენი პასპორტი დაკარგული ან მოპარულია, გირჩევთ შეატყობინოთ ადგილობრივ პოლიციას. ჩვენი რეკომენდაციაა, წარმოადგინოთ განაცხადი პასპორტის შესაცვლელად დაუყონებლივ, მას შემდეგ რაც აღმოაჩენთ რომ თქვენი პასპორტი დაკარგული ან მოპარულია.
  • დაკარგული ან მოპარული საპასპორტო განაცხადის შესავსებად მიყევით სრულწლოვანთათვის ან არასრულწლოვანთათვის პასპორტის განაცხადის ზოგად ინსტრუქციებს, და დამატებით, მიყევით შემდეგ ინსტრუქციებს:
    • გამოიყენეთ ფორმა DS-11 (DS-82 მაგივრად)
    • დასრულებული ფორმა DS-64 (განცხადება დაკარგული ან მოპარული პასპორტის შესახებ)
    • წარმოადგინეთ აშშ მთავრობის მიერ გაცემული რაიმე საიდენტიფიკაციო საბუთი (მაგ. მართვის მოწმობა, ბინადრობის მოწმობა), აგრეთვე დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს თქვენს მოქალაქეობას (მაგ. დაბადების ან მოქალაქეობის მიღების მოწმობა, ვადაგასული პასპორტი, და ა.შ.)
    • მომსახურების მოსაკრებელი შეადგენს $145 (სრულწლოვანთათვის) ან $115 (16 წლამდე არასრულწლოვანთათვის); გადახდა შესაძლებელია ნაღდი ანგარიშსწორებით (აშშ დოლარში ან მიმდინარე ექვივალენტ ადგილობრივ ვალუტაში) ან საკრედიტო ბარათით
    • თუ ხელმისაწვდომია, წარადგინეთ პოლიციის მიერ შედგენილი ოქმის ასლი
  • დაკარგული ან მოპარული პასპორტები, რის შესახებაც ინფორმირებული იქნება საკონსულო განყოფილება, გაუქმდება და ვეღარ იქნება გამოყენებული მოგზაურობის დროს.