გთხოვთ გაითვალისწინოთ შემდეგი მნიშნელოვანი ინფორმაცია სრულწლოვანის (16 ან მეტი ასაკის) პასპორტის განახლებისთვის:
- საპასპორტო მომსახურება შესაძლებელია მხოლოდ წინასწარ დანიშნული შეხვედრის საფუძველზე. მომსახურებაზე შეხვედრის წინასწარ დანიშვნისათვის დააჭირეთ აქ.
- სხვა არა-განმცხადებლები არ დაიშვებიან მოსაცდელ ოთახში, მიუხედავათ იმისა არიან თუ არა ჩაწერილნი შეხვედრაზე
- თქვენ უნდა მიყვეთ ქვემოთ მოყვანილ მოთხოვნებს თუ თქვენი უახლესი აშშ პასპორტი:
- არ არის დაზიანებული და შეიძლება წარმოდგენილი იყოს განაცხადდან ერთად
- გაიცა როდესაც იყავით 16 ან მეტი წლის
- გაიცა ბოლო 15 განმავლობაში
- გაიცა თქვენ ამჟამინდელ სახელზე ან წარადგინოთ საბუთი სახელი და გვარის ცვლილების შესახებ.
- გთხოვთ, შეხვედრის დროს წარმოადგინოთ შემდეგი:
- შევსებული პასპორტის განაცხადი ფორმა DS-82;
- თქვენ უნდა გამოიყენოთ ფორმა DS-11 თუ:
-
- თქვენზე ადრე გაცემული პასპორტის მოქმედების ვადა შეადგენს 10 წელზე ნაკლებს*
- ეს განაცხადი არის თქვენი პირველი აშშ-ს პასპორტისთვის; ან
- ეს განაცხადი არის თქვენი პირველი სრულწლოვანის პასპორტი(16 ან ზემოთ)
-
დაბადების მოწმობის ასლი ან საკონსულო განაცხადი ბავშვის საზღვარგარეთ დაბადებაზე იმ შემთხვევაში თუ ეს არის პასპორტის პირველი განახლება როგორც სრულწლოვანისთვის (16 წელზე ზემოთ)
- თქვენი მიმდინარე აშშ პასპორტი, მოქმედი ან ვადაგასული
- თუ თქვენი მიმდინარე აშშ პასპორტი არის ვადაგასული, დამატებით ფოტოსურათიანი საიდენტიფიკაციო საბუთი
- 1 ფოტო 2 x 2-ზე ინჩებში (51 x 51 მმ) გადაღებული თეთრ ფონზე ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, სათვალის გარეშე
- მოსაკრებელი შეადგენს $110; გადახდა შესაძლებელია ნაღდი ანგარიშსწორებით (აშშ დოლარში ან მიმდინარე ექვივალენტ ადგილობრივ ვალუტაში) ან საკრედიტო ბარათით.
*თუ თქვენზე ადრე გაცემული პასპორტი იყო დიპლომატიური ან სხვა ოფიციალური უფასო პასპორტი რომელსაც ჰქონდა სრული მოქმედების ვადა 10 წელზე ნაკლები, კვლავ შეიძლება გამოყენებული იყოს ფორმა DS-82.