ქვეყნის გარეთ არსებული აშშ საელჩოები და საკონსულოები სამხედრო სამსახურში გაწვევის სისტემის ფუნქციონირებას საზღვარგარეთ რეგისტრაციის პროგრამის მეშვეობით უწყობენ ხელს. საზღვარგარეთ მყოფ განმცხადებლებს შესაძლებლობა აქვთ რეგისტრაცია ონლაინ რეჯიმში გაიარონ: Selective Service website On-Line Registration. ონლაინ რეგისტრაციის არარსებობის შემთხვევაში აპლიკანტებს შეუძლიათ უახლოეს აშშ საელჩოს ან საკონსულოს მიმართონ. ბროშურები და მითითებები ხელმისაწვდომია სამხედრო სამსახურში გაწვევის ვებ-გვერდზე.