ვეტერანთა საქმეები

ვეტერანებს შეღავათების მიღება შეუძლიათ საზღვარგარეთიდან, მათი კომპიუტერების მეშვეობით. Veterans Online Application (VONAPP)  მოითხოვს გარკვეული ოთხი ბრაუზერიდან ერთ-ერთის კომპიუტერზე დაყენებას და მინიმუმ 128-ბიტიანი სიძლიერის კოდირებას. სათანადო ბრაუზერის არარსებობის შემთხვევაში შესაძლებელია მისი უფასოდ გადმოწერა ვებ-გვერდიდან: Veterans Benefits.

ვეტერანთა შეღავათების ვებ-გვერდი მომხმარებელს უზრუნველყოფს შემდეგით: ინფორმაცია იმის შესახებ, აუცილებელია თუ არა კოდირების პროგრამის ჩამოტვირთვა და საჭიროების შემთხვევაში მისი უფასოდ ჩამოსატვირთი ბმული. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კოდირება ყველა ქვეყანაში არ მოქმედებს. იმ შემთხვევაში, როცა ვერ ხერხდება (VONAPP) –თან წვდომა, დახმარებისთვის შეგიძლიათ მიმართოთ აშშ საელჩოს ან საკონსულოს.