დანაშაულის მსხვერპლი

აშშ-ს საგარეო საქმეთა სამინისტრო ვალდლებულებას იღებს დახმარება გაუწიოს აშშ მოქალაქეებს რომლებიც დანაშაულის მსხვერპლები ხდებიან საზღვარგარეთ ყოფნის დროს. ჩვენ დახმარებას ვუზრუნველყოფთ ორი გზით:

  • აშშ-ს ტერიტორიის გარეთ: საკონსულოს თანამშრომლები, აგენტები, და პერსონალი მუშაობს დანაშაულის მსხველპლებთან და ეხმარებიან მათ ადგილობრივ პოლიციასთან და სამედიცინო სისტემებებთან ერთად.
  • აშშ-ში: საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების მომსახურების ჩვენი ოფისი კონტაქტს ინარჩუნებს შეერთებულ შტატებში ოჯახის წევრებთან, და ეხმარება მსხვერპლისთვის აშშ-ზე დამყარებული რესურსების უზრუნველყოფაში, როდესაც შესაძლებელია.

თუ თქვენ დანაშაულის მსხვრეპლი ხართ აშშ-ს ტერიტორიის გარეთ:

  • დაეკონტაქტეთ უახლოეს ამერიკის საელჩოს ან საკონსულოს:
    • საკონსულოს თანამშრომლებთან  საგანგებო სიტუაციის დროს დახმარებისთვის დაკავშირება შესაძლებელია 24 საათის და 7 დღის განმავლობაში.
    • აშშ-ს ტერიტორიის გარეთ არსებული ამერიკის საელჩოების და საკონსულოების (U.S. Embassies and Consulates) საკონტაქტო ინფორმაცია შეიძლება იხილოთ აქ, ჩვენს ინდივიდუალური ქვეყნის კონკრეტულ საინფორმაციო (Country Specific Information) გვერდებზე.
    • ამერიკაში საგარეო საქმეთა სამინისტროსთან დასაკავშირებლად დარეკეთ 1-888-407-4747(აშშ-დან ან კანადიდან) ან (202) 501-4444(აშშ საზღვრების გარედან)
    • დაუკავშირდით ადგილობრივ პოლიციას ინციდენტის ჩანაწერის გასაკეთებლად და დაუყონებლივი დახმარების მისაღებად. მოითხოვეთ პოლიციისმიერ შედგენილი აქტის ასლი.

საკონსულო დახმარება დანაშაულის ამერიკელ მსხვერპლებთან:

როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე არის აშშ ტერიტორიის გარეთ ჩადენილი დანაშაულის მსხვერპლი, მას შეიძლება hქონდეს ფიზიკური და ემოციური დაზიანება ან ფინანსური ზარალი. ეს შეიძლება იყოს უფრო ძნელი რადგან მსხვერპლი შეიძლება იმყოფებოდეს უცნობ გარემოში, და არ იცოდეს ადგილობრივი ენა ან ჩვეულებები. საკონსულოს თანამდებობის პირებმა, საკონსულოს აგენტებმა, და საზღვარგარეთის თანამდებობებზე მომუშავე ადგილობრივმა თანამშრომლებმა იციან ადგილობრივი სამთავრობო ორგანოები და რესურსები იმ ქვეყანაში სადაც მუშაობენ.

ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ:

  • მოპარული პასპორტის გამოცვლაში
  • ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან ან თანამშრომლებთან დაკავშირებაში
  • შესაბამისი სამედიცინო დახმარების მიღებაში
  • დანაშაულის შედეგად წარმოქმნილი გადაუდებელი საჭიროებებისთვის რეაგირებაში
  • ადგილობრივი სისხლის სამართლის პროცესის განმარტებაში
  • თქვენი საქმის შესახებ ინფორმაციის მიღებაში
  • თქვენს დაკავშირებაში ადგილობრივ და აშშ-ში არსებულ რესურსებთან დანაშაულის მსხვერპლთა დასახმარებლად
  • ინფორმაციის მიღებაში ნებისმიერ ადგილობრივი და აშშ-ს მსხვერპლთა საკომპენსაციო პროგრამების შესახებ
  • იმ ადგილობრივი იურისტების ჩამონათვალის უზრუნველყოფაში, რომლებიც საუბრობენ ინგლისურად

ჩვენ არ შეგვიძლია:

  • დანაშაულის გამოძიება
  • იურიდიული კონსულტაციის უზრუნველყოფა ან თქვენი სახელით მოქმედება სასამართლოში
  • მომსახურება, როგორ ოფიციალური თარჯიმანი
  • იურუდიული, სამედიცინო ან სხვა საფასურის გადახდა თქვენთვის

რესურსები და ინფორმაცია დანაშაულის მსხველპლთათვის ამერიკის შეერთებულ შტატებში დაბრუნების შემდეგ:

აშშ-ს ზოგიერთ ქალაქებში და საზოგადოებებში თავაზობენ პროგრამებს იმ რეზიდენტების დასახმარებლად რომლებიც არიან საზღვარგარეთ ჩადენილი დანაშაულის მსხვერპლები, მათ შორის:

  • გაუპატიურებისას ფსიქოლოგიურ საკონსულტაციო პროგრამებს
  • ცემის მსხვერპლი ქალების თავშესაფარს და საკონსულტაციო პროგრამებს
  • მკვლელობის მსხვერპლის ოჯახის წევრების და მეგობრებისთვის მხარდაჭერის ჯგუფებს და მძიმე დანაკლისთან გამკლავების კონსულტაციას
  • დიაგნოსტიკურ და სამკურნალო პროგრამებს ბავშვებზე ძალადობის მსხველპლთათვის
  • ნასვამ მდგომარეობაში მართვის დროს ავარიის მსხვერპლთა დახმარებას

ამერიკის ყველა შტატი გთავაზობთ მსხვერპლთა საკომპენსაციო პროგრამებს, თუმცა მხოლოდ ზოგიერთი შტატი უზრუნველყოფს სარგებელს რეზიდენტებისთვის, რომლებიც არიან აშშ ტერიტორიის გარეთ მომხდარი ძალადობრივი დანაშაულის მსხვერპლები. საკომპენსაციო პროგრამების უმეტესობა მოითხოვს მსხვერპლისგან ჩვენმების მიცემას ინციდენტის დროს და ასლის წარმოდგენას განაცხადთან ერთად. პროგრამები მოიცავს ფინანსურ დახმარებას:

  • სამედიცინო ხარჯებზე, მათ შორის კონსულტაციაზე
  • დასაფლავების ხარჯებზე
  • დაკარგულ შემოსავალზე ან მხარდაჭერის დაკარგვაზე
  • გარდაცვლილის გადასვენების დაკავშირებულ ხარჯებზე

ინფორმაცია ყოველი შტატის საკომპენსაციო პროგრამაზე და თუ როგორ უნდა გაკეთდეს განაცხადი სარგებლის მისაღებად შესაძლებელია დანაშაულის მსხვერპლის საკომპენაციო საბჭოს ეროვნული ასოციაციიდან (National Association of Crime Victim Compensation Boards)

საკონტაქტო ინფორმაცია მსხვერპლთა დახმარების პროგრამებისთვის:

წინასწარ შეტყობინება: აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი არ იღებს არანაირ პასუხისმგებლობას იმ ორგანიზაციების პროფესიონალურ შესაძლებლობებზე ან რეპუტაციაზე, რომელთა სახელებიც მითითებულია ქვემოთ.

სექსუალური ძალადობა:

  • RAINN (Rape, Abuse and Incest National Network)(გაუპატიურების, ძალადობის და ინცესტის ეროვნული ქსელი) – უფასო 24/7 ცხელი ხაზი სექსუალური ძალადობის კონსულტაციისა და მიმართვისთვის:  1-800-656-HOPE (4673). RAINN აგრეთვე გთავაზობთ ცხელ ხაზს რომელიც უზრუნველყოფს ცოცხალ, უსაფრთხო, ანონიმურ, ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას სექსუალური ძალადობის მსხვერპლთათვის, მათი მეგობრებისთვის და ოჯახებისთვის RAINN-ის ვებგვერდით. ონლაინ ცხელი ხაზი უფასოა და ხელმისაწვდომია 24 საათის განმავლობაში კვირაში 7 დღე!
  • U.S. Department of Justice Office on Violence Against Women(აშშ-ს იუსტიციის სამინისტროს უწყება ქალთა ძალადობის წინააღმდეგ)  – ინფორმაცია კოალიციების შესახებ ადგილობრივ სექსუალური ძალადობის მსხვერპლის დასახმარებლად
  • International Directory of Domestic Violence Agencies (ოჯახური ძალადობის უწყებების საერთაშორისო ცნობარი) – გლობალური სია ცხელი ხაზის, თავშესაფრების, საყუდრების, ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრების და ქალთა ორგანიზაციების ბოროტად გამოყენების, ასევე ოჯახური ძალადობის შესახებ ინფორმაცია 90-ზე მეტ ენაზე.
    •  შენიშვნა: აშშ-ს საგარეო საქმეთა სამინისტროს ან სხვა ფედერალურ უწყებას არ გადაუმოწმებია ამ საერთაშორის ცნობარში ჩამოთვლილი სააგენტოები და ორგანიზაციები.

ოჯახში ძალადობა:

  • National Domestic Violence Hotline(ოჯახში ძალადობის ეროვნული ცხელი ხაზი) – უფასო 24/7 ცხელი ხაზი ფსიქოლოგიური დახმარების კონსულტაციისა და მიმართვისთვის:  1-800-799-SAFE (7233).
  • U.S. Department of Justice Office on Violence Against Women(აშშ-ს იუსტიციის სამინისტროს უწყება ქალთა ძალადობის წინააღმდეგ)  – ინფორმაცია კოალიციების შესახებ ადგილობრივ სექსუალური ძალადობის მსხვერპლის დასახმარებლად
  • National Coalition Against Domestic Violence(ეროვნული კოალიცია ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ) – ეროვნული კოალიცია ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ გთავაზობთ უსაფრთხო სახლის და თავშესაფრის პროგრამებს, საზოგადოებრივ განათლებას, და ტექნიკურ მხარდაჭერას. მათ აგრეთვე აქვთ სახელმწიფო და საერთაშორის ორგანიზაციების სია რომელთაც შეუძლიათ ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარება. 303-839-1852
  • Americans Overseas Domestic Violence Crisis Center  (აშშ ტერიტორიის გარეთ ამერიკელების  ოჯახებში ძალადობის ფსიქოლოგიური ცენტრი) – ცენტრი ემსახურება  აშშ ტერიტორიის გარეთ მყოფ სამოქალაქო და სამხედრო მოსახლეობის ძალადობის მსხვერპლ ამერიკელებს, ძირითადად ქალებს და ბავშვებს, 24/7 საერთაშირისო ფსიქოლოგიური დახმარების ცხელ ხაზზე 1-866-USWOMEN (1-866-879-6636) დარეკვა შესაძლებელია უფასოდ აშშ საზღვრის გარედან.
  • International Directory of Domestic Violence Agencies(ოჯახური ძალადობის უწყებების საერთაშორისო ცნობარი) – გლობალური სია ცხელი ხაზის, თავშესაფრების, საყუდრების, ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრების და ქალთა ორგანიზაციების ბოროტად გამოყენების, ასევე ოჯახური ძალადობის შესახებ ინფორმაცია 90-ზე მეტ ენაზე.
    • შენიშვნა: აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს ან სხვა ფედერალურ უწყებას არ გადაუმოწმებია ამ საერთაშორის ცნობარში ჩამოთვლილი სააგენტოები და ორგანიზაციები.

მკვლელობის მსხვერპლთა ოჯახები და მეგობრები:

  • POMC, Inc. (National Organization of Parents of Murdered Children)(მოკლული ბავშვების მშობლების ეროვნული ორგანიზაცია) – ცხელი ხაზი ფსიქოლოგიური კონსულტაციისთვის და მიმართვისთვის ხელმისაწვდომია ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 8-დან 17 საათამდე აღმოსავლეთის დროით: 1-888-818-POMC.

ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვის დროს მომხდარი ავარიების მსხვერპლები და  ოჯახის წევრები:

  • Mothers Against Drunk Driving (MADD)(დედები ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვის წინააღმდეგ) – მსხვერპლებისა და ოჯახის წევრებისთვის ადგილობრივი რესურსების შესახებ ინფორმაცია

მსხვერპლთა საერთო დახმარება:

  • U.S. Department of Justice Office for Victims of Crime(აშშ იუსტიციის სამინისტროს უწყება დანაშაულის მსხვერპლთათვის) – საკონტაქტო ინფორმაცია არა-ექსტრენული მომსახურებისთვის  საზოგადოებებში აშშ-ს მთელ ტერიტორიაზე.
  • National Crime Victim Center (დანაშაულის მსხვერპლის ეროვნული ცენტრი) – ინფორმაცია დანაშაულის მსხვერპლთათვის დანაშაულის შედეგებზე, უსაფრთხოების დაგეგმვაზე, კანონიერ უფლებებზე და სამოქალაქო სამართლებრივ დაცვაზე, და  დახმარების და მიმართვის ვარიანტები ადგილობრივ პროგრამებში
  • National Organization for Victim Assistance (NOVA) (მსხვერპლთა დახმარების ეროვნული ორგანიზაცია)- უფასო ცხელი ხაზი ხელმისაწვდომია ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით9-დან 17 საათამდე აღმოსავლეთის დროით, ინფორმაციისთვის და მიმართვისთვის მსხვერპლთა დახმარების პროგრამებში: 1-800-TRY-NOVA

რესურსები აშშ ტერიტორიის გარეთ:

  • Victim Assistance On-line (მსხვერპლთა ონლაინ დახმარება)- დაახლოებით 20 ქვეყანაში არსებული  მსხვერპლთა დახმარების პროგრამების შესახებ ინფორმაცია
  • International Directory of Domestic Violence Agencies (ოჯახური ძალადობის უწყებების საერთაშორისო ცნობარი) – გლობალური სია ცხელი ხაზის, თავშესაფრების, საყუდრების, ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრების და ქალთა ორგანიზაციების ბოროტად გამოყენების, ასევე ოჯახური ძალადობის შესახებ ინფორმაცია 90-ზე მეტ ენაზე.
    • შენიშვნა: აშშ სახელმწიფო დეპარტამენტს ან სხვა ფედერალურ უწყებას არ გადაუმოწმებია ამ საერთაშორის ცნობარში ჩამოთვლილი სააგენტოები და ორგანიზაციები.