ხმის მიცემა

აშშ-ში მიღებული ახალი კანონი ამარტივებს ხმის მიცემას საზღვარგარეთ მცხოვრებ მოქალაქეთათვის

ინფორმაცია საზღვარგარეთ მცხოვრებ აშშ მოქალაქეთათვის დაუსწრებლად ხმის მიცემის თაობაზე.
ხმის მიცემა ასეთი მარტივი არასოდეს ყოფილა:

ყველა აშშ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა ელექტრონულად მიიღოს შეუვსებელი ბიულეტენი. იმის მიხედვით, თუ რომელ შტატში გაქვთ ხმის მიცემის უფლება, ბიულეტენი შესაძლოა სხვადასხვა სახით მიიღოთ: ელ-ფოსტით, ფაქსით ან ჩამოტვირთოთ ინტერნეტიდან. დასაწყისისთვის ფედერალური საფოსტო ბარათის განაცხადის (FPCA) შესავსებად გამოიყენეთ ბმული –http://www.FVAP.gov ამობეჭდეთ განაცხადი, ხელი მოაწერეთ მას და უკან გადაუგზავნეთ იგი აშშ-ში არსებულ ადგილობრივ საარჩევნო ორგანოს. საზღვარგარეთ მცხოვრებ აშშ მოქალაქეებს ვურჩევთ განაცხადი ყოველ იანვრის თვეში შეავსონ. ფორმაში მიუთითეთ აგრეთვე თქვენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა პრობლემის არსებობისას საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს გაუადვილდეთ თქვენთან დაკავშირება. არ დაგავიწყდეთ ფაქსის ნომრის მითითება იმ შემთხვევაში, თუ თქვენი შტატი ბიულეტენებს მხოლოდ ფაქსის საშუალებით იღებს.

ელექტრონული ფორმით მიწოდების მოთხოვნისა და საკუთარი ელ-ფოსტის მისამართისა და ფაქსის ნომრის მითითების შემთხვევაში მიიღებთ შეუვსებელ ბიულეტენს შუალედურ არჩევნებამდე 45 დღით ადრე სპეციალურ და წინასწარ არჩევნებამდე და არჩევნების ბოლო ტურის ჩატარებამდე კი – 30 დღით ადრე. ამჟამად შტატების უმეტესობას გააჩნია ამომრჩეველთა რეგისტრაციის კონტროლისათვის განკუთვნილი ვებ-გვერდები და ბევრი მათგანი გვთავაზობს რეგისტრაციის სტატუსისა და ბიულეტენის თვალ-ყურის დევნების საშუალებებს. გთხოვთ, დამატებით ინფორმაციას ამ ვებ-გვერდზე გაეცნოთ.
ფედერალურ არჩევნებში ხმის მიცემასთან დაკავშირებული დახმარების პროგრამის (FVAP) პრეს-რელიზები

დაუსწრებლად ხმის მიცემის ძირითადი პროცესი მოიცავს შემდეგს:

  • ავსებთ აპლიკაციის ფორმას (იხ. ქვევით) და გზავნით მას აშშ-ში, საარჩევნო კომისიის ადგილობრივ თანამშრომელთან.
  • საარჩევნო კომისიის ადგილობრივი თანამშრომელი ამტკიცებს თქვენს განაცხადს ან გიკავშირდებათ დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით.
  • საარჩევნო კომისიის ადგილობრივი თანამშრომელი გიგზანით ფოსტის ხმის მიცემის ბიულეტენს.
  • თქვენ ხმას აძლევთ ბიულეტენის მეშვეობით და მას უკან გზავნით შტატის მიერ დაწესებული ბოლო ვადის დასრულებამდე.

აშშ მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდს, რომელიც უცხოეთიდან დაუსწრებლად ხმის მიცემისათვის არის განკუთვნილი, წარმოადგენს ფედერალურ არჩევნებში ხმის მიცემასთან დაკავშირებული დახმარების პროგრამის ვებ-გვერდი: http://www.fvap.gov/. მასზე განთავსებულია დაუსწრებლად ხმის მიცემასთან დაკავშირებული დიდი რაოდენობით ინფორმაცია, რაც მოიცავს დაუსწრებელი ხმის მიცემისთვის მიმართვის განაცხადს, კონკრეტული შტატის მიერ გაცემულ ინსტრუქციებს ფორმის შევსებასთან დაკავშირებით, შტატისა და ადგილობრივ მოხელეებთან დაკავშირებისათვის განკუთვნილ ბმულებს და საგანგებო სიტუაციისათვის განკუთვნილ ბიულეტენს, რომლის ჩამოტვირთვაც შესაძლებელია

ხმის მიცემისათვის რეგისტრაციისა და დაუსწრებელი ხმის მიცემის ბიულეტენის მოთხოვნის მიზნით, http://www.fvap.gov/-დან ჩამოტვირთეთ ფედერალური საფოსტო ბარათის განაცხადი. ამ ფორმის მოპოვება შესაძლებელია უცხოეთში მცხოვრები აშშ მოქალაქეების ჯგუფებისა და აშშ საელჩოს/საკონსულოს მეშვეობითაც. შეავსეთ იგი და გაგზავნეთ თქვენი შტატის მიერ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად. წინასწარ გადახდილი საფოსტო მოსაკრებლიანი კონვერტის შაბლონი, რომელიც აშშ საფოსტო სისტემაში გამოყენებადია, ხელმისაწვდომია საიტზე: http://www.fvap.gov/.

სხვადასხვა შტატს ხმის მიცემის სხვადასხვა პროცედურა გააჩნია. აქ here (http://www.fvap.gov/) ხელმისაწვდომია თქვენი შტატის პროცედურები და საბოლოო ვადები, რომლებიც რეგისტრაციასა და ხმის მიცემასთანაა დაკავშირებული.

ზოგჯერ შტატები ცვლილებებს ბოლო მომენტში ახორციელებენ. აღნიშნული ცვლილებები შესაძლოა ეხებოდეს თქვენი შტატის ხმის მიცემის კალენდარს, პროცედურებს ან საბოლოო ვადებს. ასეთ შემთხვევებში ფედერალურ არჩევნებში ხმის მიცემასთან დაკავშირებული დახმარების პროგრამა (FVAP) პრეს-რელიზს გამოსცემს. პრეს-რელიზები ხელმისაწვდომია შემდეგ საიტზე: http://www.fvap.gov/global/news/index.html.

გთხოვთ გაეცნოთ ინფორმაციას ხმის მიცემის შესახებ. კანდიდატების წინა არჩევნებზე მათ მიერ მიღებული ხმების და სხვადასხვა საკითხებთან მიმართებაში მათი პოზიციის შესახებ ობიექტური ინფორმაცია ფართოდ ხელმისაწვდომია და ინტერნეტით მისი მოპოვება მარტივადაა შესაძლებელი. გამოიყენეთ ფედერალურ არჩევნებში ხმის მიცემასთან დაკავშირებული დახმარების პროგრამის ვებ-გვერდზე: http://www.fvap.gov/ მითითებული ბმულები ან გამოიყენეთ რომელიმე საძიებო სერვერი, რათა სტატიები და ინფორმაცია მოიძიოთ.

ხელმისაწვდომია საგანგებო სიტუაციისათვის განკუთვნილი ბიულეტენებიც. თუ ბიულეტენის მიღების საბოლოო ვადა ახლოვდება და თქვენ ადგილობრივ ხელისუფალთაგან ჯერ არ მიგიღიათ შეუვსებელი ბიულეტენი, შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ საგანგებო სიტუაციისათვის განკუთვნილი ბიულეტენი, მიუთუთოთ მასში კანდიდატები და იმ პოზიციების დასახელება, რომლებზეც ისინი კენჭს იყრიან და დროულად გადაგზავნოთ აღნიშნული დოკუმენტი, რათა ჩაეტიოთ ბიულეტენის მიღების იმ საბოლოო ვადაში, რომელიც თქვენი შტატის მიერაა დაწესებული. საგანგებო სიტუაციისათვის განკუთვნილი ბიულეტენი (SF-186, დაუსწრებელად შესავსები ფედერალური ბიულეტენი) ხელმისაწვდომია შემდეგ ვებ-გვერდზე: http://www.fvap.gov/

თბილისში ხელმისაწვდომია აშშ საელჩოს საკონსულოს იმ ოფიცრის მომსახურება, რომლის ფუნქციასაც ხმის მიცემაში დახმარება წარმოადგენს. იგი პასუხს გასცემს დაუსწრებლად ხმის მიცემასთან დაკავშირენულ შეკითხვებს. მასთან დასაკავშირებლად გაგზავნეთ წერილი შემდეგ ელ-ფოსტაზე: askconsultbilisi@state.gov.

კიდევ ერთხელ გირჩევთ, აღნიშნული პროცესი მაქსიმალურად სწრაფად განახორციელოთ.

აშშ მოქალაქეებს შეუძლიათ, ფედერალურ არჩევნებში ხმის მიცემასთან დაკავშირებული დახმარების პროგრამას Facebook -ზე ადევნონ თვალყური.