აშშ-ის კონგრესის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში (15 აპრილი)

აშშ-ის კონგრესის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში (15 აპრილი)

თბილისი, 15 აპრილს, საქართველოს ეწვევა კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის ორპარტიული დელეგაცია დემოკრატიული პარტნიორობის კომიტეტიდან. ეს ოცი წევრისგან შემდგარი ორპარტიული კომიტეტია, რომელიც მუშაობს მსოფლიოს სხვადასხვა პარტნიორ ქვეყანასთან ეფექტური, დამოუკიდებელი და რეაგირებადი საკანონმდებლო ინსტიტუტების განვითარების ხელშესაწყობად. დელეგაციას უხელმძღვანელებს კომისიის თავმჯდომარე კონგრესმენი დევიდ პრაისი (დემოკრატი – ჩრდილოეთ კაროლინა). დელეგაციის წევრები არიან თანათავმჯდომარე კონგრესმენი ვერნ ბიუქენანი (რესპუბლიკელი – ფლორიდა), კონგრესის წევრი დინა ტიტუსი (დემოკრატი-ნევადა), კონგრესმენი მაიკლ კონევეი (რესპუბლიკელი-ტეხასი), კონგრესმენი ჯერი კონოლი (დემოკრატი-ვირჯინია), კონგრესმენი ადრიან სმიტი (რესპუბლიკელი-ნებრასკა), კონგრესის წევრი ბარბარა ლი (დემოკრატი-კალიფორნია) და კონგრესის წევრი ტერი სიუელი (დემოკრატი-ალაბამა). კონგრესის პარტნიორობა დემოკრატიისთვის პალატა და საქართველოს პარლამენტი 2006 წლიდან თანამშრომლობენ. ეს მათი მერვე ვიზიტია საქართველოში.

საქართველოში კოლეგებთნ შეხვედებზე დელეგაცია განიხილავს საკანონმდებლო მეთოდებს, გამოწვევებსა და მიმდინარე საკითხებს. დელეგაცია აგრეთვე გაეცნობა იმ საკითხებს, რომლებიც გავლენას ახდენენ სახელმწიფო მართვაზე უსაფრთხოების, სტაბილურობისა და ეროვნული თავდაცვის გათვალისწინებით.