აშშ-ის კონგრესის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში (24 თებერვალი)

აშშ-ის კონგრესის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში (24 თებერვალი)

თბილისი,   24-26 თებერვალს, საქართველოს ეწვევა კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის ორპარტიული დელეგაცია  დემოკრატიული პარტნიორობის კომიტეტიდან.  ეს ოცი წევრისგან შემდგარი ორპარტიული კომიტეტია,რომელიც მუშაობს მსოფლიოს სხვადასხვა პარტნიორ ქვეყნებთან ეფექტური, დამოუკიდებელი და რეაგირებადი საკანონმდებლო ინსტიტუტების განვითარების ხელშესაწყობად.  დელეგაციას უხელმძღვანელებს კომისიის თავმჯდომარე კონგრესმენი პიტერ როსკამი (რესპუბლიკელი-ილინოისი). დელეგაციის წევრები არიან დემოკრატიული პარტიის უმაღლესი რანგის წარმომადგენელი პალატაში კონგრესმენი დევიდ პრაისი (დემოკრატი-ჩრდილოეთ კაროლინა), კონგრესის წევრი გვენ მური (დემოკრატი-ვისკონსინი), კონგრესმენი ედრიან სმიტი (რესპუბლიკელი-ნებრასკა), და კონგრესმენი ჯერი კონოლი (დემოკრატი-ვირჯინია). კონგრესის პარტნიორობა დემოკრატიისთვის პალატა და საქართველოს პარლამენტი  2006 წლიდან თანამშრომლობენ. ეს მათი მეშვიდე ვიზიტია საქართველოში.

საქართველოში კოლეგებთნ შეხვედებზე დელეგაცია განიხილავს  საკანონმდებლო მეთოდებს, გამოწვევებსა და მიმდინარე საკითხებს.  დელეგაცია  აგრეთვე გაეცნობა იმ საკითხებს, რომლებიც გავლენას ახდენენ სახელმწიფო მართვაზე უსაფრთხოების, სტაბილურობისა და ეროვნული თავდაცვის გათვალისწინებით.