Flag

An official website of the United States government

აშშ-ის საელჩო საქართველოს პოლიციის დღეს ულოცავს (31 მაისი)
ავტორი
1 წუთიანი საკითხავი
მაისი 31, 2020

27 მაისს ელჩმა კელი დეგნანმა საქართველოს პოლიციის დღის აღსანიშნავად შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მადლიერების სერტიფიკატი გადასცა. ასევე, აშშ-ის საელჩოსგან პატივისცემისა და მადლიერების ნიშნად, განსაკუთრებით COVID-19-ის პანდემიისას, სამინისტროსა და სამართალდამცავი პროფესიონალების მიერ გამოჩენილი მხარდაჭერისა და მიღწევებსათვის.

პოლიციელებს რთული სამუშაოს შესრულება უწევთ, ხშირად სახიფათო ვითარებაში. ამ მამაცი კაცებისა და ქალების უმრავლესობა ყოველდღიურად საფრთხეში იგდებს თავს და მრავალ უძილო ღამეს ატარებს ჩვენი უსაფრთხოებისთვის. რთულ მომენტებში შეგვიძლია ვიყოთ მშვიდად, ვიცით რა, რომ ისინი ყოველთვის უპასუხებენ ჩვენს ზარს.
დღეს ვუერთდებით მთელ საქართველოს პოლიციის დღის აღნიშვნაში და მადლობას ვუხდით საქართველოს სამართალდამცავი სფეროში მომუშავე კაცებსა და ქალებს, რომლებმაც COVID-19-ის საპასუხო ქმედებებისას გვიჩვენეს თავდაუზოგავი ერთგულება.
ამერიკის შეერთებული შტატები ამაყად დგას თქვენ გვერდით!