აშშ-ის საელჩო განაგრძობს საქართველოს სისხლის სამართლის ადვოკატების სასამართლო უნარ-ჩვევების გაძლიერებას
აშშ-ის საელჩომ და ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამების საერთაშორისო ბიურომ (INL) საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) და იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) 19 ადვოკატს ტრენერთა ტრენინგის კურსი ჩაუტარა, რომლის მიზანს წარმოადგენს ადვოკატების უნარ-ჩვევების გაძლიერება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიმართულებით. ტრენინგს, რომელიც 25-28 ივლისს კაჭრეთში ჩატარდა, უძღვებოდნენ წამყვანი ადვოკატები ჯორჯიის შტატის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციიდან (GACDL) – ჯეისონ შეფილდი და ენჯი კოგინსი. ტრენინგის მიმდინარეობისას გამოყენებულ იქნა ზრდასრულთა სწავლების პროფესიული მეთოდოლოგია, მათ შორის ლექციები, ჯგუფური სავარჯიშოები და კრიტიკა. ტრენინგი INL-ის დირექტორმა სარა რუპერტმა, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარესთან, დავით ასათიანთან და იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორთან, დავით სიმონიასთან ერთად გახსნა. INL მოწოდებულია მხარი დაუჭიროს სისხლის სამართლის ადვოკატების შესაძლებლობების გაძლიერებას საქართველოში, მათ შორის ტრენერების გადამზადებას, რათა დაკმაყოფილდეს ადვოკატების საჭიროებები პროფესიული განვითარების მიმართულებით. აღნიშნული წარმოადგენს საქართველოში კანონის უზენაესობის განმტკიცების მიზნით აშშ-ის მთავრობის ფართო მხარდაჭერის ნაწილს.