




ამერიკის შეერთებული შტატები აღნიშნავს შშმ პირთა თვეს, აშშ-ს მთავრობა როგორც შინ, ასევე საზღვარგარეთ განაგრძობს შეზღუდული შესაძლებლობები მქონე პირთა მხარდაჭერას, რათა ისინი მეტად ჩაერთონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
საქართველოში შშმ პირთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვაში თავისი წვლილის შესატანად, დღეს, ამერიკის საელჩოს თავდაცვის საკითხებში თანამშრომლობის სამსახურმა, ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის საშუალებით, გამოყო გადაადგილების დამხმარე საშუალებები მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მცხოვრები შშმ მოსახლეობისთვის.
თავდაცვის საკითხებში თანამშრომლობის სამსახურმა შეიძინა 50 მექანიკური სამედიცინო ეტლი, 40 ყავარჯენი, 20 ხელჯოხი და 20 თვითგადაადგილებადი საშუალება სახელმწიფო ორგანიზაცია „ინვესტიციების და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანებისთვის“, რომელიც მათ გაანაწილებს მცხეთის, თიანეთის, დუშეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში. ამ ადამიანებიდან ბევრი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს იძულებით გადაადგილებული პირია, რომლებიც რეგიონში არსებულ მრავალ იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებებში ცხოვრობენ.