აშშ-ს საელჩოს მიერ ორგანიზებული “დედამიწის დღისადმი” მიძღვნილი ღონისძიება (20 აპრილი)

აშშ-ს საელჩოს მიერ ორგანიზებული “დედამიწის დღისადმი” მიძღვნილი ღონისძიება

კვირას, 22 აპრილს, 13:00 საათზე, საქართველოში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი და თბილისის მერი, კახა კალაძე, მონაწილეობას მიიღებენ ამერიკის საელჩოს მიერ ორგანიზებულ “დედამიწის დღისადმი” მიძღვნილ ღონისძიებაში Autotest Georgien-ის ტერიტორიაზე (სენაკის გზატკეცილი, დავით აღმაშენებლის ხეივანის XI კმ). წლევანდელი ღონისძიების მთავარი თემა სუფთა ჰაერია.

ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი და მერი კახა კალაძე კუთვნილი ავტომობილების ნახშირორჟანგის გამონაბოლქვს შეამოწმებინებენ, რითაც ხაზს გაუსვამენ სუფთა ჰაერის შენარჩუნების მნიშვნელობას. გამონაბოლქვის ტესტის არსებობა ევროატლატიკური ინტეგრაციისათვის აუცილებელი ნაბიჯია. ამერიკის საელჩო სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოში ყველა მანქანისათვის სავალდებულო გამონაბოლქვის ტესტის დაწესებას.

ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იქნება მაღალი ხარისხის ელექტრული ავტომობილები, მათ შორის Tesla Model X UV, Bioli Medical Wellness Resort-თან თანამშრობლობით.

აშშ-ს საელჩოს გაცვლითი პროგრამის, FLEX-ის მონაწილეებმა, არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ის კამპანიის „შეინარჩუნე ლამაზი საქართველოს“(Keep Georgia Beautiful) ფარგლებში, ამერიკის საელჩოს მიმდებარე გზების მოვლა ითავეს. ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი გამონაბოლქვის ტესტის შემდეგ, პროგრამის მონაწილეებსა და საელჩოს სხვა წარმომადგენლებს გზების დასუფთავებაში შეუერთდება. პროგრამის მონაწილეები აღნიშნულ გზებზე სისუფთავის შენარჩუნებას მომდევნო ორი წლის განმავლობაში გეგმავენ.