ამერიკის საელჩოს მოწვევით განხორციელდა მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის ვიზიტი აშშ-ში (13 მაისი)

shotadze9-13 მაისს, საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ში. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ მთავარი პროკურორის მოადგილე გიოგი გოგაძე და ქალაქ თბილისის პროკურორი მიხეილ შაყულაშვილი. საელჩოს სამართლებრივი მრჩეველი მაიკლ გრანტი და დიპლომატიური უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური აგენტი ჯეისონ ფისტნერი თან ახლდნენ დელეგაციას. ვიზიტის განმავლობაში, მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე შეხვდა ამერიკის გენერალური პროკურორის მოადგილეს, ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორს, კოლუმბიის ოლქის მთავარ პროკურორს, დიპლომატიური უსაფრთხოების მდიshotadze1ვნის მოადგილეს, სახელმწიფო მდივნის სამსახურს ევროპისა და ევრაზიის საკითხებზე, იუსტიციისა და სახელმწიფო დეპარტამენტების სხვა სამსახურებს. შეხვედრებზე მხარეებმა ისაუბრეს პროკურატურის რეფორმის, მიმდინარე ტრენინგ-პროგრამების და ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

ამერიკის საელჩო, საქართველოს მთავარი პროკურორის ვიზიტის ხელშეწყობით, მიზნად ისახავს გააძლიეროს აშშ-ს და საქართველოს თანამშრომლობა სამართალდაცვითი და იუსტიციის სფეროს რეფორმების განხორციელების კუთხით.