Flag

An official website of the United States government

აშშ-ის საელჩომ  სამართალდაცვისა და სამაშველო სამსახურებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა
ავტორი
3 წუთიანი საკითხავი
სექტემბერი 29, 2023

აშშ-ის საელჩომ სამართალდაცვისა და სამაშველო სამსახურებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა

აშშ-ის საელჩომ თბილისში სამართალდაცვისა და სამაშველო სამსახურების შესახებ ღონისძიებას უმასპინძლა, რომელსაც ესწრებოდნენ ოფიციალური პირები საქართველოს მთავრობის სხვადასხვა უწყებიდან, როგორებიცაა შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური და  ჯანდაცვის სამინისტრო. ასევე წარმომადგენლები შემდეგი სამსახურებიდან: საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის სამსახური -112; სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ( SSPS); საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (SSSG); საქართველოს თავდაცვის ძალები, საგანგებო სიტუაციების მართვის (LEPL) და გადაუდებელი დახმარების სამსახური.

აშშ-ის საელჩომ უმასპინძლა თბილისის 126-ე და 221-ე საჯარო სკოლების მოსწავლეებს და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს MAC Georgia- ის (McLain Association for Children) წარმომადგენლების მხარდაჭერით,  ასევე, ადგილობრივი საქველმოქმედო ორგანიზაციის დამხარებით, რომელიც სოციალურად დაუცველ პირებს განათლების შესაძლებლობებითა და საჭირო რესურსებით უზრუნველყოფს, აღრმავებს ცოდნას და აძლიერებს სხვადასხვა უნარ-ჩვევას იმ ოჯახებსა და საზოგადოებაში, რომელიც მათზე ზრუნავს. 

აღნიშნული ღონისძიება აშშ-ისაქართველოს სამართალდამცავებისა და  სამაშველო სამსახურის თანამშრომლებისთვის მადლიერების სიმბოლური გამოხატულება იყო. ღონისძიების მონაწილეებს ჰქონდათ უნიკალური შესაძლებლობა უკეთ გასცნობოდნენ იმ როლსა და პასუხისმგებლობას, რომელიც სამართალდამცავი ორგანოებისა და სამაშველო სამსახურების მოხელეებს აკისრიათ, როგორც მათ ქვეყანაში, ისე შეერთებულ შტატებში.