აშშ-ის საელჩოს INL ოფისმა საავტომობილო ავარიის გამოძიების უნარებზე სემინარი ჩაატარა

აშშ-ს საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამების საერთაშორისო ბიურომ (INL) უმასპინძლა ილინოისის შტატის პოლიციის  3 ოფიცერს, რომლებმაც შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებლებს, ასევე შსს აკადემიის ინსტრუქტორებსა და სასამართლო ექსპერტიზის ექსპერტებს ჩაუტარა ტრენინგი ავტოსაგზაო შემთხვევის გამოძიების ძირითად უნარებში. ილინოისის შტატის პოლიციამ 19 სექტმბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით ორ ცალკეულ ტრენინგზე სულ 45 ქართველი სამართალდამცავი მოამზადა – ერთი თბილისში და მეორე ქუთაისში. ტრენინგი მიზნად ისახავს იმ უნარებისა და ცოდნის გაზიარებასრაც აუცილებელია ავტოსაგზაო შემთხვევის წარმატებული გამოძიებისათვის. ამერიკელმა ინსტრუქტორებმა ხაზი გაუსვეს საგზაო შემთხვევების სათანადო გამოძიების მნიშვნელობას, რაც ხელს შეუწყობს საგზაო უსაფრთხოების განმტკიცებას. ტრენინგის მონაწილეებს ჩაუტარდათ ტესტირება იმ უნარებში, რაც მათ იმიტირებული საგზაო ავარიის დროს შეისწავლეს.  აღნიშნული კურსი წარმოდგენილი იყო INL-სა და ილინოისის შტატის პოლიციას შორის თანამშრომლობის შეთანხმების ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს მხარი დაუჭიროს საერთაშორისო სამართალდამცავ ორგანოებს, მართლმსაჯულების სექტორის რეფორმას და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას მსოფლიოს მასშტაბით. INL განაგრძობს ილინოისის შტატის პოლიციასთან თანამშრომლობას და წლის ბოლომდე ქართველ სამართალდამცავებს შესთავაზებს ტრენინგებს სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის დანაშაულის ადგილისა და სისხლის სამართლის გამოძიებებზე.