აშშ-ის საელჩო აღნიშნავს ტურიზმის მსოფლიო დღეს


აშშ-ის საელჩო აღნიშნავს ტურიზმის მსოფლიო დღეს
ტურიზმის მსოფლიო დღის აღსანიშნავად, აშშ-ის საელჩომ გამართა პანელური დისკუსია, სადაც მონაწილეებმა ტურისტულ ინვესტიციებში არსებული უახლესი მოვლენები მიმოიხილეს. კურორტების განვითარების სააგენტოს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, საქართველოს ტურიზმის ასოციაციის, საქართველოს მთის გიდების ასოციაციის, ეკოტურიზმის ასოციაციის, კავკასიის უნივერსიტეტისა და USAID საქართველოსა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის წევრებთან ერთად, მონაწილეებმა განიხილეს ის პროგრესი, რომელიც გამოხატულია განვითარების, მდგრადი მწვანე პრაქტიკისა და ინოვაციური გადაწყვეტილებების მხარდაჭერით, იმ გამოწვევებისთვის, რომელთა წინაშეც დგას საქართველოს ტურისტული ინდუსტრია.
USAID თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან და კერძო სექტორთან, რათა ხელი შეუწყოს საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ზრდას და მიზნად ისახავს საქართველოს მოქალაქეებისთვის და მათი ოჯახებისთვის შემოსავლების, სამუშაო ადგილებისა და კეთილდღეობის შექმნას. გარდა ამისა, USAID-ის მიზანია ხელი შეუწყოს გლობალური ბრენდის განვითარებას, რათა საქართველოს დასათვალიერებლად მოიზიდოს ვიზიტორები მთელი მსოფლიოდან.