აშშ საელჩოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს პარტნიორული თანამშრომლობა საქართველოს სახმელეთო საზღვრების გასაძლიერებლად (29 იანვარი)

dtrasd29 იანვარს, აშშ საელჩომ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააფორმეს სახმელეთო საზღვართან დაკავშირებული პროექტის შესახებ ხელშეკრულებები, რომლებიც გულისხმობენ საქართველოს მწვანე საზღვარზე განთავსებულ სექტორებზე მართვისა და კონტროლის, მასობრივი განადგურების იარაღის აღმოჩენის, სათვალთვალო და მათზე სამართალდამცავი ზომების განხორციელების შესაძლებლობების გაუმჯობესებას.

შეთანხმებები მოთხოვნებზე, რომლებსაც ხელი მიეწერა აშშ თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის პროგრამისა და საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მიერ, შეეხება სახმელეთო საზღვის პროექტის ორ ძირითად მიმართულებას: სათვალთვალო აპარატურისა და სექტორებზე სამშენებლო საქმიანობებს.

პირველი შეთანხმება ეხება სადახლოს სასაზღვრო სექტორის სათვალთვალო სისტემის მოთხოვნებს, რომლებმაც უნდა უზრუნველყოს ინტეგრაცია აშშ მხარის მიერ მოწოდებულ სათვალთვალო სისტემასა და შსს სასაზღვრო სათვალთვალო მართვით სისტემას შორის.

მეორე შეთანხმება ეხება სამშენებლო და სარემონტო მოთხოვნებს. აშშ თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის პროგრამა განახორციელებს ორი ახალი სექტორის მშენებლობას, ესენია ქედა (საქართველო-თურქეთის საზღვარზე) და კასუმლო (საქართველო-სასომხეთის საზღვარზე). ასევე, ლილოს ცენტრთან არსებული სასაზღვრო პოლიციის კინოლოგიური დეპარტამენტისთვის განხორციელდება ახალი ადმინისტრაციული/სასწავლო შენობის აგება და ძაღლებისთვის არსებული სადგომების შეკეთება.

მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის პროგრამის სახმელეთო საზღვრის პროექტი დამტკიცდა 2015 წლის სექტემბრის ბოლოს და მისი დასრულების ვადაა 2017 წლის მარტის ბოლო. ეს პროექტი წარმოადგენს, მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის პროგრამასა და საქართველოს სანაპირო დაცვის დეპარტამენტების მიერ მანამდე განხორციელებული პროექტის გაგრძელებას.