საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დასაცავად ამერიკის შეერთებული შტატები სიამაყით აგრძელებს ქართველ პარტნიორებთან მუშაობას. დღეს ამერიკის საელჩომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პირადი დამცავი აღჭურვილობის ბოლო პარტია გადასცა. აღნიშნული დახმარება გაიცა აშშ-ის ევროპული სარდლობის ჰუმანიტარული დახმარების პროექტის ფარგლებში და მოიცავს $73 000 დოლარის ღირებულების ლატექსის ხელთათმანებს, სახის დამცავ ფარებსა და დეზინფექციის საშუალებებს. აღჭურვილობა ცესკოს დაეხმარება, რომ ოქტომბრის არჩევნები მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოში ჩატარდეს.
