Flag

An official website of the United States government

აშშ-ის საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურმა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პირადი დამ
ავტორი
2 წუთიანი საკითხავი
სექტემბერი 18, 2020

საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დასაცავად ამერიკის შეერთებული შტატები სიამაყით აგრძელებს ქართველ პარტნიორებთან მუშაობას. დღეს ამერიკის საელჩომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პირადი დამცავი აღჭურვილობის ბოლო პარტია გადასცა. აღნიშნული დახმარება გაიცა აშშ-ის ევროპული სარდლობის ჰუმანიტარული დახმარების პროექტის ფარგლებში და მოიცავს $73 000 დოლარის ღირებულების ლატექსის ხელთათმანებს, სახის დამცავ ფარებსა და დეზინფექციის საშუალებებს. აღჭურვილობა ცესკოს დაეხმარება, რომ ოქტომბრის არჩევნები მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოში ჩატარდეს.