აშშ-ის საელჩოს თავდაცვის საკითხებში თანამშრომლობის სამსახურის დახმარება ვეტერანთა საავადმყოფოს

აშშ-ის მთავრობამ, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის მეშვეობით $267,000 დოლარის ღირებულების ექოსკოპიის, ვიდეო-ენდოსკოპიისა და კარდიოლოგიის დანადგარები საქართველოს ვეტერანთა კლინიკურ საავადმყოფოს გადასცა. ამ დახმარებით დაწესებულება მოსახლეობას უკეთეს სამედიცინო მომსახურებას და ვეტერანებს სპეციალიზებულ მკურნალობას შესთავაზებს.
აღნიშნული დახმარება აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის $500,000 დოლარზე მეტი ჰუმანიტარული დახმარების ნაწილია.
გადაცემის ცერემონიაში მონაწილეობდნენ: ელჩის მოადგილე რაიან ჰარისი, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია, პირველი მოადგილე, ალექსანდრე ტაბატაძე და მოადგილეები, ვლადიმერ ჩაჩიბაია და თეონა აქუბარდია. დახმარების გადაცემა შესაძლებელი გახდა ჩვენი ახლო პარტნიორობით საქართველოს ეროვნულ გვარდიასთან, რომელსაც სარდლის მოადგილე, პოლკოვნიკი კობა ახვლედიანი წარმოადგენდა.