აშშ-ის საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურმა უთაისის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ჰემოდიალიზის აპარატი გადასცა

26 აგვისტოს ამერიკის საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურმა (ODC) ქუთაისის საქართველოს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ო. ჩხობაძის სახელობის რეგიონულ კლინიკურ ცენტრს გადასცა ჰემოდიალიზის აპარატი. ეს 25 000 დოლარის ღირებულების აპარატი გამოიყენება კოვიდ-19 – ის შემდგომი თირკმლის გართულებების მქონე პაციენტების სამკურნალოდ. ეს საჩუქარი დაფინანსდა ამერიკის შეერთებული შტატების ევროპის სარდლობის ჰუმანიტარული დახმარების ძალისხმევით, რომელიც საქართველოს მთავრობას ეხმარება პანდემიასთან ბრძოლაში.