აშშ-ის საელჩოს განცხადება 20 ივნისის საპროტესტო აქციების შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე (26 ივნისი)

აშშ-ის საელჩოს განცხადება 20 ივნისის საპროტესტო აქციების შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე (26 ივნისი)

აშშ-ის საელჩო ყურადღებით აკვირდება 20 ივნისს თბილისის საპროტესტო აქციების შემდგომ განვითარებულ მოვლენებს საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანია გამოძიებულ იქნას, როგორც ძალადობის აქტები, ისე დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გადამეტების შემთხვევები, ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, იმოქმედოს გაწონასწორებულად და თავშეკავებით. ახლა ყველაზე მეტად საჭიროა დიალოგი ყველა პოლიტიკურ პარტიას შორის საქართველოს დემოკრატიის გასაძლიერებლად.