Flag

An official website of the United States government

აშშ-ის საელჩოს განცხადება მიმდინარე პროტესტთან და ე.წ. „უცხოური გავლენის" კანონპროექტებთან დაკავშირებით
ავტორი
1 წუთიანი საკითხავი
მარტი 8, 2023

აშშ-ის საელჩოს განცხადება მიმდინარე პროტესტთან და ე.წ. „უცხოური გავლენის" კანონპროექტებთან დაკავშირებით

მშვიდობიანი შეკრებისა და პროტესტის უფლებას ნებისმიერი დემოკრატიისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს და საქართველოს ისტორიის განმავლობაში უმთავრესი როლი უთამაშია ქართველების იდენტობისა და თავისუფლების დაცვაში. ხელისუფლებას ამ უფლებების დაცვის შეუცვლელი ფუნქცია აკისრია. სტაბილურობა და კეთილდღეობა, რომელიც ევროპაში ინტეგრაციას მოსდევს, დამოკიდებულია ყველა მოქალაქის ერთობლივ მუშაობაზე ამ საერთო მიზნის მისაღწევად.