აშშ-ის საელჩოს განცხადება პარლამენტის გადაწყვეტილებაზე მანდატების არშეწყვეტასთან დაკავშირებით
პარლამენტის გადაწყვეტილება ოპოზიციონერი დეპუტატების საპარლამენტო მანდატების არშეწყვეტასთან დაკავშირებით პოზიტიური ნაბიჯია. ეს შესაძლებლობას აძლევს პარტიის ლიდერებს გააგრძელონ მოლაპარაკებები, რათა მომდევნო დღეების განმავლობაში იპოვონ გამოსავალი პოლიტიკური ჩიხიდან. მე მოვუწოდებ ყველა პარტიის ლიდერებს, მიმდინარე დიალოგის ფარგლებში განხილვის პროცესში მყოფი არსებითი წინადადებების სრული სპექტრის განხილვისა და მოკლე დროში შეთანხმების მიღწევისკენ, რაც გააძლიერებს საქართველოს დემოკრატიულ პროცესს და ქვეყნის ინტერესს პირველ ადგილზე დააყენებს.