აშშ-ის საელჩოს განცხადება საქართველოს უზენაესის სასამართლოს კანონის შესახებ (1 მაისი)

აშშ-ის საელჩოს განცხადება საქართველოს უზენაესის სასამართლოს კანონის შესახებ (1 მაისი)

ამერიკის შეერთებული შტატები უცვლელად უჭერს მხარს საქართველოს სასამართლო სისტემის რეფორმის პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის მიერ დღეს მიღებული კანონი ითვალისწინებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმებსა და გამჭვირვალობას, ჩვენ იმედგაცრუებული ვართ, რომ ის სრულად არ ასახავს ვენეციის კომისიის, ეუთო/ოდირის და, აგრეთვე, ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და ევროსაბჭოს მისიების რეკომენდაციებს. ამ რეკომენდაციების მიზანი იყო საქართველოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და მართლმსაჯულების ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობის გაძლიერება. ჩვენ მოვუწოდებთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომ მოსამართლეთა კანდიდატები შეარჩიოს საგულდაგულო განხილვის საფუძველზე და ვურჩევთ პარლამენტს, რომ წარდგენილი კანდიდატები ყურადღებით შეაფასოს. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ პარლამენტს სათანადო დრო დაუთმოს სასამართლო რეფორმის შემდგომი -„მეოთხე ტალღის“ შემუშავების ინკლუზიურ პროცესს. ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ მზადაა მხარი დაუჭიროს საქართველოს ძალისხმევას ამ მიმართულებით.