აშშ-ის საელჩს განცხადება გალის ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის განახლებასთან დაკავშირებით (24 მარტი)

აშშ-ის საელჩო მიესალმება 23 მარტს, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის 35-ე რაუნდში ქართველ და აფხაზ მონაწილეთა შეთანხმებას, გალის ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების ფორმატის განახლების შესახებ. აღნიშნული ფორმატის მუშაობა 2012 წელს შეწყდა. მისი განახლება ხელს შეუწყობს ნდობას, გამჭვირვალობასა და კომუნიკაციას ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის ორივე მხარეს. ფორმატის განახლება ჩააცხრობს დაძაბულობას და გადაჭრის გადაუდებელ ჰუმანიტარულ პრობლემებს, რომელიც ადამიანების ცხოვრებაზე ახდენს გავლენას. აშშ-ის საელჩო, საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, მიესალმება შეხვედრის მონაწილეთა კონსტრუქტიულობას, რომელიც მათ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების უკანასკნელ რაუნდში გამოჩინეს.