ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადება საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივასთან „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ დაკავშირებით (4 აპრილი)

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადება საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივასთან „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ დაკავშირებით (4 აპრილი)

ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება საქართველოს მიერ წარმოდგენილ წინადადებათა პაკეტს, რომელიც ემსახურება ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ კავშირების გაუმჯობესებას. ეს ღონისძიებებიდაეხმარება ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის ორივე მხარეს ყველაზე მოწყვლადი მოსახლეობის საჭიროებების დაკმაყოფილებას და უზრუნველყოფს მობილობის შესაძლებლობების ზრდას, საარსებო სახსრებისგაუმჯობესებასა და განათლების ხელმისაწვდომობას. ჩვენ მივესალმებით საქართველოს ერთგულებას დიალოგისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისადმი.

ამერიკის შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის სრულ მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.