Flag

An official website of the United States government

ამერიკის საელჩოს პროგრამა – საზაფხულო გამოწვევა კითხვაში ამერიკული სივრცეებისთვის საქართველოში
პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 5-დან 18 წლის ასაკის მკითხველებს.  13  ივნისი – 10 ოქტომბერი, 2023

ამერიკის საელჩოს პროგრამა – საზაფხულო გამოწვევა კითხვაში ამერიკული სივრცეებისთვის საქართველოში

ამერიკის საელჩოს პროგრამა – საზაფხულო გამოწვევა კითხვაში 2023 ამერიკული კუთხეების და თაროებისათვის საქართველოში

ამერიკის საელჩო აცხადებს პროგრამას – საზაფხულო გამოწვევა კითხვაში.

13  ივნისი – 10 ოქტომბერი, 2023

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 5-დან 18 წლის ასაკის მკითხველებს. 

ამერიკელები თვლიან, რომ ზაფხულის არდადეგებზე სამყაროს შესწავლის საუკეთესო საშუალება არის კითხვა.  საზაფხულო გამოწვევა კითხვაში არის ერთ-ერთი საუკეთესო ამერიკული ტრადიცია.  მილიონობით ამერიკელი ბავშვი ზაფხულის დიდ დროს კითხვაში ატარებს. 

წელსაც ამერიკის საელჩო იწვევს ბავშვებს, მონაწილეობა მიიღონ ამ გამოწვევაში და იკითხონ წიგნები ჩვენთან ერთად.

Პროგრამა მარტივია:

აირჩიეთ თქვენთვის საინტერესო წიგნი/წიგნები ქართულ ან ინგლისურ ენაზე.
წაიკითხეთ წიგნი/წიგნები, გახსენით ბმული და შეავსეთ ფომრა 31 აგვისტომდე. შევსებული ფორმა მიაწოდეთ ამერიკის კუთხეს ან თაროს ელექტრონულად, ან პირადად, ადგილზე მიტანით. სერტიფიკატების გაგზავნის დღე გამოცხადდება ამერიკული სივრცეების გვერდებზე 1 ოქტომბრის შემდეგ. 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ამერიკის საელჩო არ იღებს შევსებულ ფორმებს.

  • ყოველი ბავშვი, რომელიც წაიკითხავს 500 გვერდს, საელჩოდან მიიღებს ვერცხლის სერტიფიკატს. ინგლისურ ენაზე წაკითხული გერდების რაოდენობა ორმაგდება.
  • ყოველი ბავშვი, რომელიც წაიკითხავს 1000 გვერდს, საელჩოდან მიიღებს ოქროს სერტიფიკატს. ინგლისურ ენაზე წაკითხული გვერდების რაოდენობა ამ შემთხვევაშიც გაორმაგდება. 
  • ყოველი ბავშვი, რომელიც წაიკითხავს 10 000 გვერდს, საელჩოდან მიიღებს  პლატინის სერტიფიკატს. ინგლისურ ენაზე წაკითხული გვერდების რაოდენობა ამ შემთხვევაშიც გაორმაგდება.   

ეწვიეთ თქვენთვის უახლოესი ამერიკული სივრცის გვერდს.

მონაწილეებს შეუძლიათ, წიგნები გამოიტანონ ამერიკის სივრციდან, საჯარო სკოლის ან ოჯახის ბიბლიოთეკიდან, ითხოვონ  მეგობრებისგან, ან ოჯახის წევრებისგან, შეიძინონ მაღაზიაში, ან ნახონ ნებისმიერ ხელმისაწვდომ ადგილას. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი წიგნი ინგლისურად, ან ქართულად, მხატვრული ან არამხატვრული ლიტერატურა.

მოვუწოდებთ ყველას, ვისაც უყვარს კითხვა, ბავშვებს, ახალგაზრდებს და უფროსი თაობის წარმომადგენლებს, ჩაერთონ ამ კამპანიაში და გააზიარონ მათი საზაფხულო კითხვის პროგრამის ფარგლებში წაკითხული წიგნები სოციალურ მედიაში შემდეგი ჰეშთეგის გამოყენებით #გაატარეზაფხულიკითხვაში. 

გისურვებთ წარმატებებს.