

აშშ-ის საელჩო მხარს უჭერს ქართველ მოსამართლე ქალებსა და მათი უნარ-ჩვევების გაძლიერებას
აშშ-ის სახელწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროსა (INL) და USAID-ის ხელშეწყობით შვიდი ქართველი მოსამართლე ქალი სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა ინდიანაპოლისში, ინდიანაში, სადაც ისინი ესწრებოდნენ ფედერალურ და სახელმწიფო სასამართლო სესიებს, რაც წინ უძღვოდა მოსამართლე ქალთა ეროვნული ასოციაციის 45-ე ყოველწლიურ კონფერენციას (NAWJ). სასამართლო პროცესებზე დასწრების შემდეგ ქართველი მოსამართლეები შეხვდნენ მათ ამერიკელ კოლეგებს. შეხვედრაზე ისაუბრეს მოსამართლეების დანიშვნისა და არჩევის წესის თაობაზე სამართლებრივ ეთიკასა და სასამართლო დისციპლინარული პროცესების წარმოებაში. ისინი, აგრეთვე, შეხვდნენ იმ არასამთავრებო ორგანიზაციებს, რომლებიც ებრძვიან ოჯახურ და სექსუალურ ძალადობასა და ადამიანებით ვაჭრობას.
NAWJ-ის კონფერენციის განმავლობაში ქართულმა დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო სამართლებრივი ეთიკის სემინარებში და დაესწრო სხვადასხვა შეხვედრას, რომელიც ეხებოდა სასამართლოს დამოუკიდებლობას, ახალგაზრდების სამართალს, ოჯახურ ძალადობასა და სასამართლოს ხელმისაწვდომობას. ამერიკის საელჩო კვლავ აგრძელებს მოსამართლე ქალებისა და იმ უმნიშვნელოვანესი როლის მხარდაჭერას, რომელსაც ისინი ასრულებენ საქართველოს სასამართლო სისტემაში.