აშშ-ის საელჩო მხარს უჭერს ქართული კინოინდუსტრიის განვითარებას მენტორობისა და სცენარის განვითარების რეზიდენციის პროგრამით თელავში

ჩვენი ძალისხმევის ფარგლებში, რომ საქართველოში მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები შეიქმნას, ამერიკის საელჩო საქართველოს ეხმარება, კინოწარმოებისა და პოსტწარმოების უნარების განვითარებით, გახდეს საერთაშორისო კინოწარმოების ცენტრი. გასულ კვირას საქართველოში სცენარის განვითარების პირველი ყოველწლიური რეზიდენცია გაიხსნა. ადგილობრივი წარმოების კომპანია „Terra Incognita Films”-ის ორგანიზებით რეზიდენციამ ახალგაზრდა სცენარისტებს ზაირა არსენიშვილის სახლ-მუზეუმში ერთკვირიანი ინტენსიური სწავლებისთვის უმასპინძლა.
ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით მასტერკლასები ჩაატარეს მწერალმა დუგლას მორისმა, ჰოლივუდის ვარსკვლავმა, მეტ დილონმა, კინოპროდიუსერმა, ბლერიმ ჯოცმა და ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორმა, კენეტ ფრიდმანმა.

გახსნის ღონისძიებას რტონის მარანში ელჩი დეგნანიც დაესწრო, რომელიც ახალგაზრდა ქართველ სცენარისტებს, საერთაშორისო კინომწარმოებლებს, საქართველოს კინომატოგრაფიის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებსა და მწერლისა და სცენარისტ ზაირა არსენიშვილის ოჯახის წევრებს შეხვდა.რეზიდენციის მენტორებს შორის იყვნენ გერმანელი პროდიუსერი ტიტუს კრეიენბერგი და ფრანგი კინომცოდნე დომინიკ ველინსკი. ამერიკის საელჩოსთან ერთად ღონისძიებას მხარს უჭერდა საქართველოს კინომატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, გოეთეს ინსტიტუტი, თელავის მუნიციპალიტეტი, მეღვინეობა რტონი, ბადია და სასტუმრო ალაზნის ველი.