აშშ-ის საელჩოს განცხადება პარლამენტის მიერ ბავშვებზე ძალადობის, სექსუალური ექსპლუატაციისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის შესახებ კანონის მიღებას (13

აშშ-ის საელჩოს განცხადება პარლამენტის მიერ ბავშვებზე ძალადობის, სექსუალური ექსპლუატაციისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის შესახებ კანონის მიღებას (13 ივლისი)

აშშ-ის საელჩო მიესალმება საქართველოს პარლამენტს და ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს, სოფო კილაძის თავმჯდომარეობით, მნიშვნელოვანი კანონის მიღების გამო, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვებზე ძალადობის, სექსუალური ექსპლუატაციისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვას. ახალი კანონით იმატებს სასჯელი ბავშვთა მიმართ მძიმე სექსუალური დანაშაულის ჩადენისთვის, უმჯობესდება სასჯელის ზომის თანმიმდევრული გამოყენება. აგრეთვე, კანონი განმარტავს იმ მუხლებს, რომელიც ბუნდოვანი იყო და შეიცავდა მათი არაეფექტურად აღსრულების საშიშროებას. ამ კანონს შეუძლია, მნიშვნელოვნად გაზარდოს დანაშაულის აღკვეთის, დევნისა და დამნაშავეთა მკაცრად დასჯის შესაძლებლობები და დაიცვას ბავშვები და სხვა დაუცველი პირები ამ საზარელი საფრთხეებისგან. ჩვენ მუხლჩაუხრელად უნდა ვიშრომოთ ჩვენი საზოგადოებებიდან ბავშვთა ექსპლუატაციის აღმოსაფხვრელად. ეს ახალი კანონები ამ მიზნისკენ გადადგმული ძირითადი ნაბიჯია. ამერიკის საელჩო კვლავაც გააგრძელებს ბავშვთა დასაცავად ეფექტური გადაწყვეტილებების მხარდაჭერასა და ინვესტიციას. ამ კანონის მიღებით საქართველომ წარმოაჩინა ლიდერობა. ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს ამ კანონმდებლობის აღსრულებასა და შემდგომი რეფორმების განხორციელებაში მსხვერპლთა დაცვისა და დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემის მიზნით.