აშშ საელჩო ჯორჯიის შტატთან ერთად თავის პირველ, ერთობლივ, ამერიკულ-ქართულ სამართალდამცავთა ლიდერობის უნარების განვითარების კურსს ატარებს (13 მაისი)

9-13 მაისს აშშ საელჩოს ანტი-ნარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიურომ  (INL) სავანაში, ჯორჯიის შტატში თავისი პირველი, ამერიკულ-ქართული სამართალდამცავთა ლიდერობის უნარების განვითარების კურსი ჩაატარა. კურსს, რომელმაც თავი მოუყარა ჯორჯიის შტატისა და საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელ პირებს, უძღვებოდა თბილისში INL-ის უფროსი მრჩეველი პოლიციის საკითხებში მაიკლ ტერნერი, ჯორჯიის შტატის გამოძიების ბიუროს სპეციალური ხელმძღვანელი აგენტი ქეთრინ საპი და თბილისში აშშ საელჩოს სამართლებრივი ატაშეს თანაშემწე მარლენ ბენსონი. აღნიშნული კურსი წარმოადგენდა შფასებებისა და განვითარების ლექციების კრებულს. მისი მიზანი იყო დახმარებოდა კურსის მონაწილეებს ლიდერობისა და მართვის სფეროებში განესაზღვრათ პროფესიული და პირადი ზრდის საჭიროებები. კურსის დასასრულს, თითოეულმა სტურდენტმა საკუთარი პროფესიული განვითარების გეგმა შეადგინა. ამ ერთობლივმა გაცვლითმა პროგრამამ ორი ქვეყნის სამართალდამცავი სამსახურების ხელმძღვანელებს საშუალება მისცა გაემართათ დიალოგი მსოფლიოში სამართალდამცავი ორგანოების წინაშე არსებულ საერთო პროგრამებზე.  კურსის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ შეხვედროდნენ ქ. სავანას სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელ პირებს. საქართველოს დელეგაციამ აგრეთვე მოინახულა სავანის დაკავების იზოლატორი, ესტუმრა სავანა-ჩეთჰემის ქალაქის პოლიციის განყოფილებას და მონაწილეობა მიიღო დაღუპულ პოლიციელთა მემორიალური დღის აღნიშვნაში.