ღია კარის დღე ადგილობრივი კომპანიებისთვის აშშ-ის საელჩოში

ღია კარის დღე ადგილობრივი კომპანიებისთვის აშშ-ის საელჩოში

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში აცხადებს ღია კარის დღეს ადგილობრივი კომპანიებისთვის. შეხვედრის მიზანია, დაინტერესებული პირები გაეცნონ ამერიკის საელჩოსთან საქმის წარმოების გზებს. შეხვედრაზე განხილული იქნება შესყიდვის/ტენდერის პროცედურები, შეკვეთის, კონტრაქტის სახეები და გადახდის პირობები. ადგილობრივ მომწოდებლებს საშუალება ექნებათ, მიიღონ პასუხი სხვადასხვა ადმინისტრაციულ შეკითხვაზე. დაინტერესებულმა პირებმა/კომპანიებმა მოგვაწოდეთ სრულყოფილი სააპლიკაციო ფორმა 2019 წლის 20 თებერვლის ჩათვლით შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: TbilisiGSOProcurement@state.gov მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდება მომწოდებელთა კლასიფიკაცია, რის შემდეგაც მონაწილეებს წერილობით ეცნობებათ ღია კარის დღის თარიღი და დრო. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული შეხვედრა არის მხოლოდ შესყიდვების შესახებ და არ მოიცავს სააელჩოს საგრანტო პროგრამებს. დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ ელ.ფოსტის მისამართზე: TbilisiGSOProcurement@state.gov