აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით კახეთში ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა ახალი თავშესაფარი გაიხსნა (5 აპრილი)

„ვერც ერთი ქვეshelterყანა ვერ წავა წინ, თუ მოსახლეობის ნახევარს ზურგს შეაქცევს. შეერთებულ შტატებს ამიტომაც სჯერა, რომ გენდერული თანასწორობა უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი საერთო ამოცანებისათვის, ეკონომიკური კეთილდღეობისათვის, სტაბილურობისა და მშვიდობისათვის. აშშ-ის საგარეო პოლიტიკისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია მთელ მსოფლიოში ქალებსა და გოგონებში ინვესტირება,“ აშშ-ის ელჩმა იან კელიმ კახეთში, ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა ახალი თავშესაფრის გახნისას სახელმწიფო მდივან ჯონ კერის ეს სიტყვები გაიხსენა.

თავშესაფარს ტრეფიკინგისა და ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა საქართველოს სახელმწიფო ფონდი გაუძღვება. ფონდმა თავშესაფრის შენობა შვედეთის საელჩოსა და გაეროს ქალთა ფონდის დახმარებით შეიძინა. შენობის რემონტი აშშ-ის საელჩოს ნარკოტიკებთან ბრძოლისა და სამართალდამცავ უწყებებთან ურთიერთობის ბიურომ და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ქალთა გლობალური საკითხების ოფისმა დააფინანსეს. სარემონტო სამუშაოებს უძღვებოდა მიგრაციის საერshelterspთაშორისო ორგანიზაცია. სამუშაოების დასრულების შემდეგ აშშ-ის საელჩომ თავშესაფარს ავეჯისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მნიშვნელოვანი ნაწილი აჩუქა.

ესაა ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა პირველი სახელმწიფო თავშესაფარი კახეთში. ამ დაწესებულების გახსნამდე სახელმწიფო ფონდი კახეთში ძალადობის მსხვერპლ ადამიანებს თბილისისა და გორის თავშესაფრებში გზავნიდა.

მრავალი წელია, აშშ-ის საელჩოს ნარკოტიკებთან ბრძოლისა და სამართალდამცავ უწყებებთან ურთიერთობის ბიურო მხარს უჭერს საქართველოს მთავრობისა და სამართალდამცავთა ძალისხმევას, თავიდან აიცილონ ოჯახური ძალადობის შემთხვევები. მხარდაჭერა ნაწილია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ამოცანის, გააძლიეროს ადგილობრივი ორგანიზაციები, რათა მათ ძალადობის მსხვერპლთ ეფექტური სამსახური გაუწიონ და საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაცია გაუადვილონ.