ევროპული სარდლობის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისმა მცხეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებს საჩუქრად ტექნიკა გადასცა (6 ივნისი)

U.S. European Command Office of Defense Cooperation donates vehicles to Mtskheta and Dusheti municipalities. Photo: State Dept

ევროპული სარდლობის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისმა მცხეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებს საჩუქრად ტექნიკა გადასცა (6 ივნისი)

ვროპული სარდლობის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურმა აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში მცხეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების ავტოპარკს მძიმე და მსუბუქი ტექნიკა გადასცა. ოთხი ერთეული მძიმე და მსუბუქი ტექნიკა ( საგზაო გრეიდერი, ტვირთამწე და ორი ერთეული ავტომობილი პიკაპი) მზადაა ემსახუროს მცხეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების მოსახლეობას. აღნიშნული პროექტი აშშ-ის ევროპული სარდლობის იმ ძალისხმევის ნაწილია, რომელიც საქართველოს ეხმარება საგანგებო სიტუაციებისათვის მზადყოფნისა და მათზე რეგირების შესაძლებლობების ამაღლებაში აღჭურვილობის გადაცემითა და სპეციალური წვრთნების საშუალებით.