Flag

An official website of the United States government

აშშ-ისა და საქართველოს ერთობლივი განცხადება ექსტრადიციის ხელშეკრულებაზე
ავტორი
2 წუთიანი საკითხავი
თებერვალი 3, 2023

აშშ-ისა და საქართველოს ერთობლივი განცხადება ექსტრადიციის ხელშეკრულებაზე

ფოტო: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

 

საქართველო და შეერთებული შტატები კიდევ უფრო აძლიერებს   სამართალდაცვით და სასამართლო თანამშრომლობას, ორ ქვეყანას შორის ექსტრადიციის ორმხრივი ხელშეკრულების  შეთანხმების გზით. მოლაპარაკებები  აშშ-სა და საქართველოს შორის  გაიმართა თბილისში, 2023 წლის 31 იანვრიდან 2 თებერვლამდე, რომელშიც აშშ-ის მხარეს წარმოადგენდა  სახელმწიფო და იუსტიციის დეპარტამენტები, ხოლო საქართველოს –  იუსტიციის სამინისტრო   და პროკურატურა.

საქართველოსა და შეერთებულ შტატებს სამართალდაცვითი და სასამართლო თანამშრომლობის მდიდარი ისტორია აქვს, რომელიც უკვე  30 წელს ითვლის, და სხვა საკითხებთან ერთად,  მოიცავს თანამშრომლობას ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური თაღლითობის, ორგანიზებული დანაშაულის, ფულის გათეთრების, ადამიანებით ვაჭრობისა და სხვა მძიმე დანაშაულებებზე. სამართალდაცვის სფეროში მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგად, ორმა ქვეყანამ ჩამოაყალიბა ძლიერი პარტნიორობა და ნდობა და ამ შემდგომი ნაბიჯით აგრძელებს ამ ურთიერთობების განმტკიცებას.

გაფორმებისა და რატიფიცირების შემდეგ, აღნიშნული ორმხრივი ხელშეკრულება, სარგებელს მოუტანს ორივე ქვეყანას, დამნაშავეების უფრო ეფექტურად გასამართლების კუთხით.