აშშ-ის მთავრობამ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მაღალი გამავლობის მანქანები გადასცა. ფოტო: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ის მთავრობამ, აშშ-ის ევროპული სარდლობის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის მეშვეობით, ექვსი ახალი, მაღალი გამავლობის „ტოიოტა ლენდ კრუიზერი“ გადასცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს. ეს დახმარება აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ნაწილია. ავტომანქანები სრულად შეესაბამება საქართველოს მთიანი რელიეფის პირობებს და ხელს შეუწყობს პრევენციას, მზადყოფნას და რეაგირებას ბუნებრივ და ადამიანის ხელით გამოწვეულ კატასტროფების დროს. ავტომანქანები გამოყენებული იქნება პერსონალის გადასაყვანად ტყის ხანძრების, სამძებრო სამუშაოებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების დროს. ეს დახმარება აშშ-ის ევროპული სარდლობის ძალისხმევის ნაწილია, რომ დაეხმაროს საქართველოს საგანგებო სიტუაციებისათვის მზადყოფნაში, როგორც მოწყობილობების გადაცემით ისე ტრენინგით.