აშშ-ის მთავრობა საქართველოს ხორბლის იმპორტის დივერსიფიკაციაში ეხმარება
ფოტო: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო



აშშ-ის მთავრობა საქართველოს ხორბლის იმპორტის დივერსიფიკაციაში ეხმარება
გასული კვირა იყო აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული გრძელვადიანი ინიციატივის კულმინაცია, რომელიც მიზნად ისახავდა იმპორტირებულ რუსულ ხორბლის ფქვილზე საქართველოს დამოკიდებულების შემცირებისთვის შესაძლო გადაწყვეტილებების შემუშავებას. აშშ-ის მთავრობის დახმარებით, კანზასის შტატის უნივერსიტეტმა ჩაატარა ხორბლის წარმოებისა და გადამუშავების შეფასება, რომელიც წარედგინა საქართველოს მთავრობასა და ინდუსტრიის ექსპერტებს. შეფასდა საქართველოსთვის ხორბლის მიწოდების ჯაჭვი და გაიცა რეკომენდაციები რუსეთის ფედერაციიდან ხორბლისა და/ან ფქვილის იმპორტის დივერსიფიკაციის შესახებ.