Flag

An official website of the United States government

აშშ-ის მთავრობა მხარს უჭერს საქართველოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის ოპერატორების ტრენინგს
ავტორი
1 წუთიანი საკითხავი
ოქტომბერი 4, 2023

აშშ-ის მთავრობა მხარს უჭერს საქართველოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის ოპერატორების ტრენინგს

გასულ კვირას, აშშ-ის საელჩოს ანტინარტკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიურომ (INL) ფსიქოლოგთან, ჩრდილოეთ ნიუ ჯერსის საკონსულტაციო და მაშველთა გაძლიერების ცენტრების მფლობელთან, პროფესორ ანასტასია პაიტალთან და ფედერალური სამართალდამცავების ასოციაციის მხარდაჭერის სერვისების ფსიქიკური ჯანმრთელობის დირექტორ პროფესორ ჯინ კანოკოგისთან ერთად ჩაატარა ყოვლისმომცველი სასწავლო პროგრამა, რომელიც ორიენტირებული იყო სტრესის მართვასა და კომუნიკაციის ტექნიკაზე. ამ ტრენინგმა, რომელიც შედგენილი იყო საქართველოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის 112-ის ოპერატორებისთვის, მონაწილეებს შესძინა აუცილებელი უნარ-ჩვევები, რათა ეფექტურად გაუმკლავდნენ სტრესულ და მგრძნობიარე ზარებს, მათ შორის ფსიქიკური ჯანმრთელობისა და სუიციდის შემთხვევებს. პროგრამა რამდენიმე დღე მიმდინარეობდა და მოიცავდა თემების ფართო სპექტრს, რომელიც აუცილებელია ოპერატორებისთვის, რომლებიც დაუღალავად მუშაობენ გასაჭირში მყოფი ადამიანების დახმარებისათვის.