ამერიკული ინფრასტრუქტურული კომპანია „ექროუ ბრიჯ“ მზად არის საქართველოში საქმიანობის დასაწყებად (19 ნომბერი)

Chargé d’Affaires Elizabeth Rood hosted a reception to present U.S. infrastructure company Acrow Bridge. Photo: State Dept

ამერიკული ინფრასტრუქტურული კომპანია „ექროუ ბრიჯ“ მზად არის საქართველოში საქმიანობის დასაწყებად (19 ნომბერი)

 

2019 წლის 19 ნოემბერს, ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ქალბატონმა ელიზაბეთ რუდმა უმასპინძლა წვეულებას, სადაც საქართველოს მთავრობის, ბიზნეს წრეებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს წარუდგინა ამერიკული ინფრასტრუქტურული კომპანია „ექროუ ბრიჯ“(Acrow Bridge).  თავიანთ მისასალმებელ მიმართვებში, ქალბატონმა რუდმა და ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ქარსელაძემ ხაზი გაუსვეს საქართველოში მეტი ამერიკული ინვესტიცის შემოსვლის სურვილს, რათა კიდევ უფრო გაღრმავდეს ქართულ-ამერიკული ეკონომიკური თანამშრომლობა.  ამერიკის შეერთებული შტატები მუდამ მზადყოფნაშია დახმარება გაუწიოს საქართველოს, რომელიც ვითარდება, როგორც რეგიონალური სატრანზიტო, ლოჯისტიკური და სავაჭრო კორიდორი.  ისეთ ამერიკულ კომპანიებს, როგორიცაა „ექროუ“, მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლიათ საქართველოს  ჩამოყალიბებაში ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ რეგოიონალურ ჰაბად. ღონისძიებას ესწრებოდა ქალბატონი ნიკოლა ბერტუჩი, ამერიკული კომპანიის ბიზნესის განვითარების დირექტორი აზიის, წყნარი ოკეანის, შუა და აღმოსავლეთ აზიის და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონში, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა „ექროუ“-ს პროდუქცია და მომსახურება, და გააცნო კომპანიის წარმომადგენელი საქართველოში – ბატონი დავით ებანოიძე.

ინფორმაცია კომპანიის შესახებ: კომპანია „ექროუ ბრიჯ“, რომელიც 1951 წელს დაარსდა,  წარმოადგენს სრული მომსახურების კონსტრუქტორულ – საინჟინრო ფირმას. მისი საქმიანობის სფეროა ასაწყობი, მოდულებისგან შემდგარი, ფოლადის ხიდების წარმოება მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენებით. „ექროუ“-ს განხორციელებული აქვს ხიდმშენებლობის ინფრასტრუქტურული პროექტები  აფრიკის, აზიის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის, ევროპისა და შუა აზიის ოთხმოცზე მეტ ქვეყანაში. კომპანია აწარმოებს სრული სპექტრის საავტომობილო, სარკინიგზო, სამხედრო და  საფეხმავლო,  ფოლადის მოდულურ ხიდებს. 2019 წლის მაისში, კომპანიამ განაცხადა, რომ მან ბრიტანული საინჟინრო კომპანია „მეიბი ბრიჯ“  (Mabey Bridge Ltd) შეიძინა.  www.acrow.com