აშშ-ის მთავრობა მხარს უჭერს ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის ახლოს კომბუჩას წარმოების ბიზნესს (7 ივლისი)

აშშ-ის მთავრობა მხარს უჭერს ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის ახლოს კომბუჩას წარმოების ბიზნესს (7 ივლისი)

დღეს ელჩმა კელი დეგნანმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს შიდა ქართლის რეგიონის კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაფილაში კომბუჩას ახალი საწარმოს საძირკვლის გაჭრის ცერემონიაში. ახალი საწარმო შენდება USAID-ისა და Startup Georgia-ს მხარდაჭერით და წარმოადგენს ამერიკის მთავრობის უფრო დიდი ძალისხმევის ნაწილს, მხარი დაუჭიროს ადმინისტრაციული ხაზის გასწვრივ მცხოვრებ მოსახლეობას.

ელჩ დეგნანს შეუერთდნენ შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი და კასპის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე თამაზ ტატუნაშვილი, ასევე პარტნიორები USAID-დან, საპარტნიორო ფონდიდან და Startup Georgia-დან, კერძო ინვესტორები და ბიზნესის მფლობელები.

ამერიკის მთავრობა კვლავაც გააგრძელებს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიების ახლოს მდებარე სოფლების დახმარებას და ინვესტირებას, რადგან ამერიკის შეერთებული შტატები ერთგული რჩება საქართველოს სუვერენიტეტის და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა.