სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯენკინსის ვიზიტი საქართველოში, 5-7 ოქტომბერი
პრესსპიკერის ოფისი
სახელმწიფო მდივნის მოადგილე შეიარაღების კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, ელჩი ბონი დ. ჯენკინსი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 5-7 ოქტომბერს ეწვევა. თბილისში ყოფნისას იგი ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონის ბიოუსაფრთხოების ასოციაციის კონფერენციაზე COVID-19-თან დაკავშირებული გამოცდილების შესახებ სიტყვით გამოვა. სახელმწიფო მდივნის მოადგილე ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს.
უახლესი ინფორმაციისთვის მიჰყევით სახელმწიფო მდივნის მოადგილის ტვიტერს @UnderSecT.