შეერთებული შტატები და საქართველო სტრატეგიული პარტნიორობის გამტკიცებისათვის თბილისში შეხვედრებს მართავს (21 ივნისი)

20 იBESO0600ვნისს თბილისში აშშ-ის მთავრობის მაღალჩინოსნებმა სახელმწიფო დეპარტამენტისა და აშშ-ის საერთაშორისო გან
ვითარების სააგენტო USAID-იდან სამუშაო შეხვედრები გამართეს საქართველოს მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან. აშშ-ის სამთავრობო მოხელეები საქართველოს სტუმრობენ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის სამუშაო ჯგუფის ფარგლებსა და საქართველოს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე. დემოკრატიის სამუშაო ჯგუფი მოლაპარაკებებისას განიხილავს 2015 წელს ვაშინგტონში შეხვედრის შემდეგ მიღწეულ პროგრესს. ასევე, განიხილავენ შეერთებული შტატების მიერ საქართველოში დემოკრატიული რეფორმებისა და ინსტიტუტების უფრო მეტად გაძლიერებასა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერას. აშშ-ის დელეგაციის წევრებს შორის არიან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ბრიჯიტ ბრინკი. ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ევროპისა და ევრაზიის ადმინისტრატორის თანაშემწე თომას მელია, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე რობერტ ბერშინსკი, ევროპასა და ევრაზიაში აშშ-ის დახმარების კოორდინატორი ალინა რომანოვსკი და აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის საზღვარგარეთ სასჯელაღსრულების განვითარების, დახმარებისა და წვრთნების ოფისიდან კეტრილ ნიუკომბი.