Flag

An official website of the United States government

აშშ-სა და საქართველოს პარტნიორობა ორიენტირებულია ეკონომიკური ზრდისთვის კვალიფიციური მუშახელის შექმნაზე
ავტორი
3 წუთიანი საკითხავი
აპრილი 24, 2023

აშშ-სა და საქართველოს პარტნიორობა ორიენტირებულია ეკონომიკური ზრდისთვის კვალიფიციური მუშახელის შექმნაზე

მზარდ ეკონომიკას სჭირდება კვალიფიციური მუშახელი! კვალიფიციური სამუშაო ძალა კი ნიშნავს უკეთეს სამუშაო ადგილებს და ეკონომიკურ ზრდას, რაც მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს საქართველოს მოსახლეობას. ამერიკის შეერთებული შტატების და საქართველოს პარტნიორობა სწორედ ამ მიზანს ემსახურება.

დღეს, ელჩი კელი დეგნანი ყოველწლიური Skills Week Georgia-ს გახსნას დაესწრო, სადაც ხაზი გაუსვა ტექნიკური და პროფესიული უნარების მნიშვნელობას როგორც პიროვნული, ასევე პროფესიული ზრდისთვის და საყოველთაო პროგრესისთვის.  ღონისძიება USAID-ისა და საქართველოს მთავრობის ორგანიზებით იმართება და მიზნად ისახავს ისეთი სამუშაო ძალის მომზადებას, რომელიც საქართველოს ეკონომიკურ და სოციალურ საჭიროებებს შეესაბამება.

ამერიკის შეერთებული შტატები, კერძო სექტორთან, მთავრობასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან პარტნიორობით, ხელს უწყობს პროფესიულ განათლებასა და ქმნის კონკურენტუნარიან  სამუშაო ძალას, რაც საქართველოს კიდევ უფრო აახლოებს მის ევროპულ მისწრაფებებთან. მსგავსი პროგრამებით, ჩვენ ხელს ვუწყობთ საქართველოს იყოს ძლიერი და წარმატებული ქვეყანა.