შეერთებული შტატების დახმარება საქართველოში ბიოუსაფრთხოების გაუმჯობესებისათვის (27 აპრილი)

27 აპრილს nmarneuliაშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლას ბერლინერმა მარნეულის ვეტერინარულ ლაბორატორიაში რეაბილიტაციის დასრულების ცერემონიაზე სიტყვა წარმოთქვა. ახალი დაწესებულება მდგრადი, ინეტგრირებული ლაბორატორიაა, რომელიც ბიოუსაფრთხოების სფეროში საქართველოს შესაძლებლობებს გაზრდის. აღნიშნული პროექტის დასრულება ხაზს უსვამს შეერთებული შტატების ძალისხმევას, ინვესტიციები ჩადოს საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექტორში.