Flag

An official website of the United States government

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი სამცხე-ჯავახეთის ადგილობრივი ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა
ავტორი
2 წუთიანი საკითხავი
ოქტომბერი 26, 2022

დიდი მადლობა სამცხე-ჯავახეთის მხარის ადგილობრივ მმართველობას გულთბილი მასპინძლობისა და საინტერესო შეხვედრებისთვის. ჩვენი 30-წლიანი თანამშრომლობა შეუძლებელი იქნებოდა საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების ჩართულობის გარეშე. ქვეყნის მასშტაბით ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრებისას განვიხილავთ საქართველოს კონკრეტული რეგიონების განვითარებაში აშშ-ის დახმარების შესაძლებლობებს. ჩვენ ერთად ვმუშაობთ და აღვნიშნავთ საქართველოს სასიკეთო ყოველ წარმატებას.