აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი სამთო-სამაშველო ოპერაციების წვრთნებს დაესწრო

გიფიქრიათ რამდენად მრავალმხრივი ცოდნა და უნარები სჭირდება მაშველს? სამთოსამაშველო ოპერაციები მათი საქმიანობის ერთერთი, თანაც, საქართველოს რელიეფიდან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ყოველთვის სიამოვნებით ვუზიარებთ ჩვენს ცოდნასა და გამოცდილებას. დღეს ელჩი დეგნანი რაჭაში სამთოსამაშველო წვრთნას დაესწრო, რომელსაც უელკერის ოლქის მაშველები უძღვებოდნენ. აშშის დაფინანსებით კიდევ ოთხი ასეთი წვრთნა ჩატარდება.