აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ახალციხის სინაგოგას ეწვია







საქართველოს ტოლერანტობის მდიდარი ისტორია აქვს და ამით დამსახურებულად ამაყობს. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი საქართველოში ებრაელთა მრავალსაუკუნოვანი მშვიდობიანი თანაცხოვრებაა. ახალციხეში ამ ისტორიის ნაწილს 281 წლის სინაგოგაში გავეცანით. დიდ მადლობას ვუხდით გულთბილი მასპინძლობისთვის რაბინ სიმონ ლევიშვილსა და მის ოჯახს, რომელიც 27 წელია ერთგულად უვლის და პატრონობს ევროპის ერთ-ერთ უძველეს სინაგოგას.